• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ისესხა ფული ხალხის საპენსიო ფონდიდან და რა რისკებს შეიცავს ეს მოქალაქეებისთვის?

ალია ავტორი - ალია
17:02 05-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,426

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

მთავრობა რისკების დასაზღვევად განკუთვნილ ჩვენს ფულს ჭამს.
ბევრს ალბათ არც გაუგია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. რომელიმე ბანკი რომ გაკოტრდეს, ჩვენი ანაბრების რაღაც ნაწილს ბანკი დაგვიბრუნებს უკან. ამისთვის ვიხდით (კომერციული ბანკების მეშვეობით) დეპოზიტებიდან გარკვეულ პროცენტს სპეციალურ ფონდში. დღეისათვის ამ ფონდში აკუმულირებულია 285 მილიონი ლარი, საიდანაც 275 მილიონი ლარი გასესხებულია მთავრობაზე და დახარჯულია საბიუჯეტო საჭიროებისათვის.
საპენსიო ფონდის შესახებ ყველამ ვიცით. იგი მომავალში ჩვენი მოქალაქეების პენსიით უზრუნველყოფას უნდა მოემსახუროს. ამ ფონდში უკვე აკუმულირებულია 6,7 მილიარდი ლარი. აქედან ერთ მილიარდ ლარზე მეტი ასევე გასესხებულია მთავრობაზე, ანუ ბიუჯეტმა მოიხმარა.
რა არის ამაში კარგი და ცუდი? კარგი ისაა, რომ მაღალპროცენტიან გარანტირებულ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ცუდი კი ისაა, რომ კრიზისული ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში მთავრობა პირველ რიგში ამ ვალდებულებების გასტუმრებაზე იტყვის უარს. რომელიმე ბანკი რომ გაკოტრდეს, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ფული წამში აორთქლდება, მთავრობას კი მომენტალურად მოუწევს მისი დაბრუნება. გარდა ამისა, ამ გზებით მთავრობა უპრობლემოდ ზრდის სახელმწიფო ვალს.
ე. წ. ფისკალური რისკების მესამე წყაროა სახელმწიფო საწარმოები (რკინიგზა, ენერგეტიკა და ა. შ.), რომლებიც ასეულ მილიონობით ზარალს განიცდიან და “ოცნების” ხელისუფლების საოჯახო ბიზნესადაა ქცეული.
მეოთხე რისკის წყარო არის სასამართლოებში წაგებული საქმეები. დღეისათვის უკვე გასასტუმრებელია დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი წაგებული დავებიდან, ხოლო მთლიანი მოთხოვნა მთავრობის მიმართ 3,3 მილიარდი დოლარია.
ეს რისკები აღწერილია აუდიტის სამსახურის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მოხსენებაში ( რატომღაც, საპენსიო ფონდის ფულის მთავრობაზე მზარდი ოდენობით გასესხება რისკად არაა მიჩნეული).
საერთაშორისო არბიტრაჟებში წაგებული საქმეები ცალკე გამოსაყოფი თემაა. იგი ხელისუფლების კორუფციულ და დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved