• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჭიჭე ვაშაძემ და სხვებმა ეს რომ იციან, ამიტომაც იხდიან გირაოს.. და ვინც არ იხდის მათი მიზანი რა არის?” – მარი საბიაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:21 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

ადვოკატი, ,,ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი, მარი საბიაშვილი:

,,ჯაფარას დაკავებას შევეხები, მათ შორის ფაქტს, რომ ადვოკატები არ შეუშვეს..

ზოგადად, არავის დაკავება არ მიხარია და სხვათაშორის, არც ჯაფარას მიმართ ვარ მთლად ნეგატიურად განწყობილი, თუმცა პროცესებს საზოგადოებას იმგვარად აწვდიან, როგორც აწყობთ, რომ საზოგადოებაში ისევ აღშფოთება გამოიწვიონ, ბრაზი და როგორღაც ააჯანყონ..

ჯაფარას შეეფარდა გირაო იმიტომ, რომ ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.. მან განაცხადა, რომ არ ცნობს ამ კომისიის ლეგიტიმაციას და შესაბამისად, არც გირაოს გადაიხდიდა. ანუ მის ამ განცხადებას და ქმედებას, მხოლოდ პრინციპული და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და აქვს..

ამ დროს რა ხდება:- საპარლამენტო კომისია, შექმნილია კანონმდებლობის საფუძველზე..
ერთია, რას ცნობს ან არ ცნობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ამ შემთხვევაში ჯაფარა, ხოლო მეორე- რეალურად, ამ კომისიის ლეგიტიმაცია საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო დონეზე, რომელიმე ინსტიტუციამ უარყო თუ არა.. აქ საუბარია არამხოლოდ აქა იქ გასროლილ ზეპირ განცხადებებზე, არამედ დასაბუთებულ და დადასტურებულ ფაქტზე.

ხანდახან გარკვეული გარემოებები, არათუ ვინმეს შინაგან პროტესტზეა დამოკიდებული, არამედ იმ მოცემულობაზე, რაც რეალურად არსებობს.

შეუძლებელია, პირის სუბიექტურ აღქმაზე იყოს დამოკიდებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის არსებობა არ არსებობის ფაქტი.

ამ ლოგიკით, პარლამენტის მიერ მიღებულ არც სხვა საკანონმდებლო აქტს დავემორჩილები, რადგან ჩემი სუბიექტური აღმით, არალეგიტიმურია… აი ეს მიდგომა, რომ აბსურდია, ამას ალბათ ხვდებით.

ამიტომ კიდევ ერთხელ, ერთია, რას როგორ აღიქვამს სუბიექტი, ხოლო მეორე- რა მოცემულობაა რეალურად.

ამასთან, საინტერესო გარემოებაა, გირაოს შეფარდების განჩინება თუ იყო გასაჩივრებული იმ მოტივით, რომ გირაოს შეფარდების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და თუ იყო დასაბუთებული შესაბამისად?  ეს არ ვიცი.. თუ ესეც არ გასაჩივრებულა, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ..

პრაქტიკაში ყოფილა ასეთი შემთხვევები, როცა გირაო არ გადაუხდია სუბიექტს და მის მიმართ პატიმრობა არ გამოყენებულა, თუმცა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ გირაოს გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონია სუბიექტს, არათუ პრინციპული დამოკიდებულების გამო და ეს ნამდვილად გაუთვალისწინებია სასამართლოს..

აი ამ პრინციპულ მიდგომებს თუ გავყვებით, მაშინ კანონი აწესებს, რომ დადგენილ ვადაში გირაოს გადაუხდელობა, წარმოადგენს საფუძველს, ბრალდების მხარემ იშუამდგომლოს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და აი ეს მოხდა დღეს..

ჯაფარა ჭკვიანი კაცია და ძალიან კარგად იცოდა, რომ საკმარისი საფუძველი არ ჰქონდა, ამ კომისიის არალეგიტიმურობა დაესაბუთებინა ან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა.. კიდევ ერთხელ განვმარტავ:- მხოლოდ ოპიზიციური პარტიების მხარდამჭერების განცხადებები და შინაგანი აღქმები, არ არის საკმარისი საფუძველი, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მოქმედებების შეჩერებისა ან აღსრულებისაგან გათავისუფლებისა.

ჭიჭე ვაშაძემ და სხვებმა ეს რომ იციან, ამიტომაც იხდიან გირაოს..
და ვინც არ იხდის მათი მიზანი რა არის? – სწორედ ის, რაც იხილეთ.. იციან, რომ კანონს ვერ გადაუხვევს სასამართლო და დააპატიმრებენ.. რატომ სურთ დაპატიმრება?- მეტი სანახაობისთვის.. სკანდალისთვის და მანდატურების გაბრაზებისთვის

დავამატებ ბარემ:- აპელირება იყო შემდეგ იმაზე, რომ ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, არც სხვა ადვოკატი შეუშვეს და არც სახაზინო დაუნიშნესო..

ხალხმა რომ სწორად აღიქვას, განვმარტავ:- სახაზინო ადვოკატი ინიშნება სავალდებულო დაცვის საფუძველების არსებობისას (რაც სახეზე არ იყო სსსკ-ის 45ე მუხლი) ან როდესაც პირი გადახდისუუნაროა (ანუ ადვოკატის აყვანის ეკონომიკური საშუალება არ აქვს). ანუ, ზემოაღნიშნული გარემოებების არ არსებობის გამო, სახაზინო ადვოკატს არ დაუნიშნავდნენ და აქ უკანონო არაფერი მომხდარა..

მერე, სხვა ადვოკატი მივიდა და არ შეუშვესო.. (ის სხვა ადვოკატი კარგი ბიჭია სხვათაშორის), ესეც ლოგიკურია, რატომ..

ჯერ ერთი, პროცესი დაწყებული იყო უკვე და შეთანხმებით, წინა ადვოკატებმა პროტესტის და არა კლიენტთან საადვოკატო მომსახურების შეწყვეტის საფუძვლით დატოვეს სხდომა და ახლის მისვლა, მხოლოდ დროის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად..

ამ ლოგიკით, ბრალდებულს რომ 50 ადვოკატი ჰყავდეს და სათითაოდ შევიდნენ და მერე პროტესტის მიზნით დატოვონ სხდომა, ორმოცდაათივე ადვოკატს უნდა მიაღებინო მონაწილეობა, თან დაწყებულ პროცესში? ხომ მარაზმია..

ამდენად.. ესაა მოცემულობა და ანალიზი თქვენით გააკეთეთ”

თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
ახალი ამბები

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

14:11 05-26-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved