ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია:
გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის არაერთ ბრძოლას გაუძლო. თუმცა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.
დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი.
გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!
კომენტარები