• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დამოუკიდებლობის აღლუმი” – მოქალაქეები 26 მაისს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან

ალია ავტორი - ალია
21:04 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
874

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები საპროტესტო აქციას გამართავენ – მოქალაქეები 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ 17:10 საათზე, დამფუძნებელი კრების სასახლესთან (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხონ და მთელ სამყაროს გააგონონ ხმა, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 

107 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა.

სწორედ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს და სრულფასოვანი, თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბების სამართლებრივ მემკვიდრეობას დაეყრდნო საქართველოს დამოკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს.

  • რუსეთის იმპერიისაგან განთავისუფლება
  • სამოქალაქო ნაციონალიზმზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა
  • მოქალაქეთა ერთობა, თანასწორობა, სოლიდარობა
  • ევროპული პოლიტიკური და კულტურული სივრცის წევრობაზე ღია განაცხადი 

 კვლავინდებურად ამ იდეის მთავარი, სასიკვდილო საფრთხე და გამოწვევა კი რუსული იმპერიალიზმი და მათი ადგილობრივი სატელიტები არიან, რომლებიც ყოველდღიურად: ანადგურებენ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე შექმნილ ყველა წარმატებულ, თავისუფალ ინსტიტუტებს, ანგრევენ დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელ ხიდებს და ცდილობენ დაამარცხონ მებრძოლი საქართველო და კვლავ რუსეთის განადგურებულ პროვინციად აქციონ.

26 მაისს, 15:00 საათზე

შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით გავემართოთ რუსთაველის პროსპექტზე,
დამფუძნებელი კრების სასახლისაკენ (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე), სადაც ზუსტად 17:10-ზე ერთად წავიკითხავთ დამოუკიდებლობის აქტს და მთელს სამყაროს გავაგონებთ ხმას, რომ თავისუფალი საქართველოს იდეა უკვდავია! 

აქციის ორგანიზატორები არიან ჯგუფი „წინაპრები“ და სოვლაბი.

ეს აღლუმი იქნება: ბევრი სიურპრიზით, წარსულის გამოძახილით და მომავლის იმედით სავსე!” – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved