• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებას” რომ ჰკითხო, ტრადიციულები არიან, მორწმუნეები და ეკლესიები კი თავზე გვენგრევა” – მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
05:32 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,041

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

“ქართულ ოცნებას” რომ ჰკითხო, ტრადიციულები არიან და მორწმუნეები და ეკლესიები კი თავზე გვენგრევა. რამდენიმეზე დაიწერა და ვიცით, ზოგს, წლებია გვიმტკიცებენ ვაკეთებთო, მერე გაირკვევა, რომ ისევ წყალი ჩადის, ან უხარისხოდ გააკეთეს, ან გაკეთების ნაცვლად – დააზიანებს.

ქრისტიანულ დღესასწაულებზე სანთლებით ხელში კი ჩამწკრივდებიან ხოლმე იმ ეკლესიებში, რომლებიც ჯერ კიდევ მყარად დგანან.
ან ქართული ბიზნესი ავიღოთ, რომ კითხო მაგათაც, უმრავლესობა ლამის ყველა ინტერვიუში რწმენას ან ეკლესიას ახსენებს,, ქველმოქმედები ვართო, თავს იქებენ.. განა რამხელაა ჩვენი პატარა სამშობლო, რომ მის ეკლესიებს ვერ მიხედო?

დღეს მოგიყვებით ჩემს გულისტკივილზე, თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესიაზე. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ბოლოს 1952–54 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია, გამაგრება, აღადგინეს კედლები და გუმბათის ყელი, შეიცვალა სახურავი, შემოავლენს გალანავი.
1952 წელს, ხალხო, 1952 წელს, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, ტაძრებს რომ ანგრევდნენ კომუნისტები, მოვახერხეთ და ეს ეკლესია აღვადგენინეთ!

მოციქულთა გამოსახულებები უკვე თითქმის აღარ ჩანს, ბოლოს რომ ვნახე ჯერ ისევ ჩანდა მაცხოვრის ფრესკა სარკმლის თავზე.
ალაგ–ალაგ ისევ შემორჩენილი ჰქონდა მეათე საუკუნის მხატვრობა.

იმ სისხლიანი მმართველობის დროს, ახლა კომისიებს და სხდომებს რომ უძღვნით, იმ ურწმუნოთა დროს, 2006 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მალე, ალბათ, მარტო სტატუსი დარჩება და სახელი.

ეპარქიას უბრძანებია, მრევლი არ მყავს მანდ და რისთვის გავხსნაო? – და პირიქით ხომ არ არის? იქნებ, იმიტომ არაა მრევლი, დაკეტილი რომ გაქვთ?

დაკეტილი რა, წესიერად აღარც იკეტება, უფუნქციოდ რომ გაქვთ მიტოვებული, იქნებ, მაგიტომაც ვერ ხედავთ მრევლს?
ჩვენი წინაპრები კლდეებში, მთის წვერზე აგებდნენ ტაძრებს, ზოგ შემთხვევაში, სულაც არ იყო ახლოს სოფლები, კილომეტრებს გადიოდნენ ადამიანები მოსალოცად, ჩვენც გავდივართ ხოლმე, ყოველ დღე ყველა ერთად ვერა, მაგრამ მივდივართ, ვისაც გვახსოვს ჯერ ისევ…
ტურისტებიც დადიან სანახავად, ეს ფოტოები გუგლში, სწორედ იმ ადამიანების გადაღებულია, ვინც მივიდა და ნახა.
ჩვენი ჯვარპატიოსანის ეკლესია, ლოცვააღუვლენელი წლებია, ზარდაურეკელი, დასაკეტად გამეტებული, დასანგრევად განწირული, ჩვენი წარსული და ისტორია, ჩვენი ისტორია და რწმენა დედამიწაზე, ჯერაც ისევ ულამაზესი – იქნებ ხმა მივაწვდინოთ ვინმეს, ვისაც მისი გადარჩენით სულის უკვდავყოფა შეუძლია.

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved