თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა სამართალდამცავებმა აღმაშენებელზე ხეივანზე გასასვლელი გზა ჩაკეტეს.
საპოლიციო ძალამ გადაადგილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურა ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საფეხმავლო ხიდზე ასვლა დაიწყეს.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ – ამ სიტყვებით დატოვა სასამართლო დარბაზი ბორკილებდადებულმა ზურაბ ჯაფარიძემ. პოლიტიკოსი ამ წუთებში რუსთავის ციხეში გადაჰყავთ.
კომენტარები