ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზში დააკავეს – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურისთ და პროტესტით შეხვდნენ. “მონებო” – სკანდირებენ მოქალაქეები.
პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.
კომენტარები