• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპარლამენტმა რუსული სასუქის იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებას მხარი დაუჭირა

ალია ავტორი - ალია
17:51 05-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251

22 მაისს ევროპარლამენტმა რუსული და ბელარუსული სასუქების იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესებას მხარი დაუჭირა. დამტკიცებული კანონპროექტი მოსკოვისთვის ნაკლები თანხის გადახდას ისახავს მიზნად, რომლითაც კრემლი უკრაინაში მიმდინარე ომს აფინანსებს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდნენ ევროპელი ფერმერები, ვინაიდან ევროკავშირში აზოტზე დაფუძნებული სასუქების იმპორტის მეოთხედზე მეტი ამჟამად რუსეთიდან შედის. ევროკომისიის მიზანიც რუსული სასუქების ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება იყო.

რუსული სასუქის იმპორტზე დაწესებული გადასახადები ძალაში ივლისში შევა და თანდათანობით გაიზრდება მანამ, სანამ რუსული სასუქის შესყიდვა 2028 წლისთვის ბლოკის ქვეყნების მასშტაბით მომგებიანი აღარ იქნება.

კანონპროექტის მხარდამჭერი ლატვიელი ევროპარლამენტარის, ინეს ვაიდერეს თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის შემდეგ ევროკავშირმა “რუსული ომის მანქანის” დაფინანსება საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს და რუსულ სასუქებზე ევროპელ ფერმერთა დამოკიდებულება შეამციროს.

კანონმდებლობა კვლავ საჭიროებს ფორმალურ თანხმობას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, თუმცა მათ ამ ნაბიჯის მხარდაჭერისკენ უკვე მიანიშნეს.

ფერმერთა ჯგუფები ამბობენ, რომ ახლად დაწესებულმა ტარიფებმა შესაძლოა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხარჯების ზრდა გამოიწვიოს. ევროკავშირის ფერმერთა მთავარი ასოციაციის, Copa-Cogeca-ს განცხადებით, რუსული სასუქები ყველაზე ხელმისაწვდომი ღირებულების იყო “კარგად დამკვიდრებული ლოგისტიკის” გამო.

ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ რუსეთზე დაწესებული ტარიფები ადგილობრივ სასუქების წარმოებას წაახალისებს.

ასევე, ევროკავშირი იმპორტის გადასახადების გაუქმებას განიხილავს ჩრდილოაფრიკულ და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ასევე ტრინიდადი და ტობაგოზე, აშშ-ზე, ნიგერიაზე და სხვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved