• რეკლამა
  • კონტაქტი
06:26, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვა რამდენიმე ასეული, ბევრი არა… თუ არ დაეტევიან ეზოში არ შემოვუშვებთ” – რა ხდება ჯაფარიძის პროცესის დაწყებამდე?

ალია ავტორი - ალია
13:38 05-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მალე ზურაბ ჯაფარიძის პროცესი დაიწყება, ამ წუთებში, გომელაურის პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა.

ადგილზე სამართალდამცველები მიკროავტობუსებით მიიყვანეს.

გოგა მემანიშვილი ამბობს, რომ მართალია, ჯერ არაა ხალხი შეკრებილი, მაგრამ იცის, ინფორმაცია აქვს, რომ მივლენ, ასევე ამბობს, რომ ბევრი არ მივა, ასე რამდენიმე ასეული. რამდენია გოგა მემანიშვილისთვის ბევრი, უცნობია.

“ის რაოდენობაა, რაც დასჭირდება საზოგადოებრივ წესრიგს…რამდენიმე ავტობუსით გვყავს მოყვანილი”- ამბობს გოგა მემანიშვილი ტვ პირველთან.

ერთ–ერთი მაღალჩინოსანი შსს–დან ამბობს, რომ 300–ზე მეტი პოლიციელი შეიძლება იყოს მობილიზებული.

კიდევ ერთი წარმომადგენელი შსს–დან ამბობს, რომ თუ სასამართლოში არ დაეტევიან, სასამართლოს ეზოში არ შეუშვებენ, საიდან იციან რამდენი დაეტევა დარბაზში და ან რატომ არ შეიძლება ეზოში დგომა, არ იცის, თუმცა, სასამართლოს ჭიშკარი უკვე დაკეტილია.

წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

საქმის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების შეკრებაა დაანონსებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved