• რეკლამა
  • კონტაქტი
23:06, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ზუსტად იმდენი, რამდენიც ამაღლობელს – იურისტი

ალია ავტორი - ალია
14:12 05-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

“ბექა ონიანი ახლა კომაშია და სიკვდილს ებრძვის – მის ამ მდგომარეობაში მიმყვანს 4- 7 წლამდე პატიმრობა  ემუქრება, ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს,“- ამის შესახებ  სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი წერს.

ურიადმყოფელის ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პოლიციელის შვილია და მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ოჯახმა მედიას სთხოვა დახმარება.

არ ვიცი რა შეიძლება იყოს ადამიანობის იმაზე დიდი საზომი, ვიდრე ემპათიისა და სამართლიანობის განცდა

დღეს ვიგებთ, რომ ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს.

ივა ტყეშელაშვილი ჩუმად ჩაუსაფრდა ბექას, თავში გამეტებით ურტყა, წაქცეულზე, სავარაუდოდ, ზემოდანაც იხტუნავა და გათიშული პარკინგზე მიატოვა. მიზეზი – ფეხბურთის თამაშის დროს რაღაც არ მოეწონა…

თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პოლიციელის შვილია და მსგავსი ინციდენტებიც მისთვის უცხო არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს ტყეშელაშვილი, რაც ოჯახმა მედიას სთხოვა დახმარება და ბექას ამბავზე ყველამ დაიწყო საუბარი.

ძალიან მეფიქრება და მაშინებს – როგორ შეგიძლია შენ, ამ ქვეყნის შვილს – უკანასკნელი სიტყვებით ლანძღო მზია ამაღლობელი, უწოდო მას ქვეყნის მტერი და უსურვო ციხეში ამოლპობა… ხოლო ბექას მსგავს ტრაგედიებზე ოდნავაც არ გქონდეს რეაქცია. და საერთოდაც, როგორ შეგიძლია ასეთ ყოველდღიურობას ეძახდე მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას…

ბექა ახლა კომაშია და სიკვდილს ებრძვის. შენ კი შეგიძლია საკუთარ სინდისს შეებრძოლო და ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტო – გაქვს თუ არა შერჩენილი სულ მცირედი ემპათიისა და სამართლიანობის განცდა მაინც და საერთოდ – ხარ თუ არა ადამიანი…

პ.ს. უნიჭიერესო, ულაღესო და უკარგესო ბექა, უნდა გაუძლო. უამრავი სასარგებლო საქმე გაქვს წინ კიდევ გასაკეთებელი. ყველაფერი კარგად იქნება“ – წერს  კახა ურიადმყოფელი.(ტვპირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved