• რეკლამა
  • კონტაქტი
13:54, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა” – ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე

ალია ავტორი - ალია
13:58 05-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
577

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, როგორც ,,სახალხო კრების” წარმომადგენელი, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, წულუკიანის კომისიაზე იხსენებს:

,,ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა და უცნობი იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. 12-ს რომ აკლდა 10 წუთი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გვქონდა, არცერთ {აქციაზე} ცდომილება ჩვენი მხრიდან, არც შეჭრა სადმე, ხელში არასდროს არაფერი არ გვქონდა, შეურაცხყოფაც კი ერთი არავის მიუყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები…

ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ღამის გათენებას, ჩვენ გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, იმიტომ, რომ მთავრობა აპირებდა მეორე დღეს 5 საათზე, თუ არ ვცდები, ჩატარებას აღლუმის და აღნიშვნის და ჩვენ გვინდოდა 12 საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით. მაგრამ არ გვაცადეს კონცერტის დაწყება, ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ასეთი სიტუაციაა, გვთხოვენ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვისაც გინდათ დარჩით, ვისაც გინდათ წადით, არავის ფეხი არ მოუცვლია, დაახლოებით ათასამდე ადამიანი იყო ალბათ. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ხალხი იდგა შუაში, ამიტომ ვთვლით რომ დაახლოებით 1000 ადამიანი იყო.

12 საათზე უკვე წამოიწია კორდონმა და რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს, თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, აი ამ სიტუაციაში და ისეთი სისწრაფით დაგვესივნენ უკვე, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ და რაღაცა ჯგუფმა სცენის მხრიდან მოახერხა გარღვევა კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში და ამ დროს კინოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ, ფილმი მიდიოდა, იჯდა საზოგადოება, რომელიც ფილმს უყურებდა და ამათ შეჰყვნენ რა თქმა უნდა ისინი ვინც დასარბევად იყვნენ მოსული და ვისაც ბილეთი არ ჰქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი, ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს შსს-ში. რამდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად. ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ ყველას აგდებდნენ, ხელბორკილს ადებდნენ, სცემდნენ ფეხებით და ხელებით, მერე მიათრევდნენ მოლი რომ არის დღეს, სანამ ავტობუსი არ მოვიდოდა და არ ჩასვამდნენ…

…თემურ ლოგუა არის ჩემი რძლის ძმა. თემურს რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში. დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა. მივვარდი და დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდნენ შეძახილით: „რუსის მონავ, საქართველო როგორ გაწერია ქურთუკზეო?!“. ჩემი ნაჩუქარი სპორტული საწვიმარი ეცვა „საქართველოს“ სიმბოლიკით. ორი ადამიანი თავზე ედგა და ერთმანეთში საუბრობდნენ მგონი კვდება და სასწრაფოში ჩავსვათო. სასწრაფომ გადაიყვანა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა შალვა ოგბაიძესთან ერთად პალატაში. ექიმებმა სამჯერ გაუკეთეს ტომოგრამა, ვერ იჯერებდნენ როგორ გადაურჩა მისი მკერდი ჩალეწვას. ქირურგმა რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ვერ დაიჯერა და ამბობდა თურმე, რომ აფხაზეთში ვიმუშავე ომის დროს, იმდენი ოპერაცია გავაკეთე და მსგავსი ბინძური ჭრილობა არ მინახავსო. ბედად გადარჩა, როგორ დღემდე არავინ არ იცის…

…

ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაცია იყო, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ იმიტომ, რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა, 9 აპრილიდან დაწყებული რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც დაწყებულა, მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენ ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული.

9 აპრილი, ეს საშინელება იმიტომ ვახსენე, რომ კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ყველა აქცია, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩატარებული, იქნებოდა რეგიონებში თუ თბილისში, არცერთ აქციაზე ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. ვინც ვიყავით სცენაზე, ისინი ვლაპარაკობდით. ვყვებოდით იმას, რაც ხდებოდა- წამებები, ჩაცხრილვები, დაჭერები, უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. მარტო ვლაპარაკობდით ჩვენ და იქ ხალხი მოდიოდა“

თეგები: ნონა გაფრინდაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved