• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ გვისჯით მოგვისაჯეთ, თუ არადა დაგვანახეთ, რომ სამართალი არსებობს” – რეზო კიკნაძე

ალია ავტორი - ალია
14:03 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
846

საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იხილავს.

სხდომაზე დაწყების წინ სიტყვით ისარგებლა რეზო კიკნაძემ.

სინდისის პატიმარმა ასევე ისაუბრა საქმეზეც, რომელსაც მას და კიდევ 10 პირს ედავებიან და თქვა, რომ ბრალდების მხარეს ისეთი მოწმეები მიჰყავს პროცესებზე, რომლებსაც საქმესთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს.

8 ნოემბრის საღამოს 12:30 ნახევრის მერე არ ვყოფილვარ აქციაზე მოწმე ამბობს და ჩვენ 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს გვედავებიან – ამბობს კიკნაძე. 

“ახლა საქმეს რაც შეეხება, თუ გვისჯით მოგვისაჯეთ, თუ არადა დაგვანახეთ, რომ სამართალი არსებობს. წინა მოწმეზე მინდოდა მეთქვა, ფაქტობრივად ჩვენი დაცინვა იყო, თვითონ ამბობს, რომ 28 ნოემბრის საღამოს 12:30 ნახევრის მერე არ ვყოფილვარ იმ აქციაზეო და ისეთი ადამიანი მოგვიყვანეთ, იმავე წარმატებით შეგეძლოთ მოგეყვანათ ინდოეთ-პაკისტანის ომში დაზარალებული და იგივე კავშირი ექნებოდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გვედავებიან 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს და სხვა თარიღის მოწმე რა შუაშია”, – ამბობს რეზო კიკნაძე. 

ამ წუთებში სხდომაზე იკითხება მოწმე პოლიციელი ნიკოლოზ ხურცილავა, რომელიც გუშინ სინდისის 8 პატიმრის საქმეზეც დაიკითხა. ის ამბობს, რომ ქვა მოხვდა სახის არეში და ტუჩი დაუზიანდა. ზუსტად იგივე თქვა მოწმემ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

13:03 09-02-2026
ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved