• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღეს, ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:26 05-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის [2020-2024] პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პაპუაშვილმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ “მე-10 მოწვევის პარლამენტს ბევრის გადატანა მოუხდა”.

“მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა.  ამ კრებულის თითოეული, ყოფილი თუ მოქმედი წევრი უნდა ამაყობდეს საქართველოს დაცვასა და წინსვლაში შეტანილი წვლილით.” თქვა პაპუაშვილმა და ტრადიციული პროპაგანდით გააგრძელა:

“განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერეს-ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით” თქვა პაპუაშვილმა.

მისი გამოსვლის დიდი ნაწილი “ჩავარდნილ რევოლუციებზე” საუბარს დაეთმო და ამტკიცებდა, რომ “2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში ISFED-თან ერთად USAID  იყო ჩართული”. ილაპარაკა შარლ მიშელის შეთანხმებაზეც:

“ეს იყო პირველი ინდიკატორი, რომ ის ვინც თავს მიუკერძოებელ შუამავლად გვაჩვენებდა, სინამდვილეში საკუთარი დღის წესრიგით მოქმედი პოლიტიკური აქტორი იყო. ეს ეპიზოდი უცხო გავლენისა და ინტერესის კარგად დოკუმენტირებულ შემთხვევად იქცა, რომლის მომსწრეც და მონაწილეც თავად ვარ;

შეთანხმების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის მთავარმა ბირთვმა უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე, რითიც გააგრძელა პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი და კრიზისული ვითარების ესკალაციის მცდელობა, რომლის გამოყენებაც სწორედ თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მომხდარიყო;

სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის ივლისის ბოლოს „19 აპრილის შეთანხმება“ დატოვა და საარჩევნო კამპანია დაიწყო. აპრილისა და აგვისტოს შუალედში საზოგადოებრივი განხეთქილება მორიგ ჯერზე სცადეს უმცირესობების უფლებათა თემის მანიპულაციით, ლგბტ მარშებით, რაც ძალადობრივ პროცესში გადაიზარდა, ხოლო რუსთაველის პროსპექტის ავანსცენაზე პოლიტიკურ აქტივისტებად ქცეული მედიამუშაკები გამოჩნდნენ. 2020 წელს ჩავარდნილი პარტიების რევოლუცია 2021 წელს მედიამუშაკთა გუგუნმა შეცვალა.” – თქვა პაპუაშვილმა.

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ “წლიურ ანგარიშში” ბევრი ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილზეც:

,,არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით, შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შედეგის გამოქვეყნებისთანავე რევოლუციური პროცესის დაწყების სცენარი. ფაქტების ქრონოლოგიისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით საქართველოში შემოპარვამდე რამდენიმე დღით  ადრე სააკაშვილი ბრიუსელის კორიდორებში დადიოდა და შეხვედრებს მართავდა. რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტურებმა სააკაშვილი არჩევნების წინა ღამეს დააკავეს.

მავრმა თავისი საქმე ვერ გააკეთა, თუმცა მავრი მაინც სასარგებლო აღმოჩნდა, არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციამ მორიგი ისტერია დაიწყო სააკაშვილის გამოგონილ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მას თითქოსდა შიმშილობის გამო ემუქრებოდა. იწერებოდა წერილები, ეწყობოდა აქციები, უცხოელი ელჩები ცრუ დემარშებით და ფატალისტური კითხვით – „და, რომ მოკვდეს?“ – ცდილობდნენ მთავრობის შანტაჟს, სააკაშვილის კურატორი ბალტიელი ევროპარლამენტარები მართავდნენ დებატებს, იღებდნენ რეზოლუციებს და  ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ, რათა ხელისუფლებაზე უკანონო ზეწოლით სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან დაეხსნათ და განზრახული რევოლუცია ხახვივით შერჩენოდათ. თუმცა ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. სააკაშვილი ჰიპოკრატეს ფიცს გადაბიჯებული ექიმების მიერ დასმული დემენციისგან სასწაულებრივ განიკურნა და მშვიდად აგრძელებს მისი კანონიერი სასჯელის მოხდას,” – თქვა პაპუაშვილმა.

ამის შემდეგ ის “მეორე ფრონტის” პროპაგანდაზე გადავიდა. მისი მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში “გაიხსნა დესტრუქციისა და დივერსიის ცეცხლი ხელისუფლების წინააღმდეგ” – “იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო” – თქვა პაპუაშვილმა.

მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის – თქვა პაპუაშვილმა ამავე გამოსვლისას და ამტკიცებდა, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა”.

“მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის – პოლარიზაცია უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი „კანვასური“ თუ „იუესაიდური“ პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს! ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი…

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, გამჭვირვალობის ქართულ კანონს რუსული…ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო,’’- განაცხადა პაპუაშვილმა.(მთავარი არხი)

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved