• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ნანუკამ პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლე აჩუქა” – რას წერს ბაია გადაბაძე?

ალია ავტორი - ალია
17:32 05-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,950

,,მაესტროს” ყოფილი გენდირექტორი, ბაია გადაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,ვნახე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუ ვიკა ბუკიასთან, თუ ოდესმე ვინმეს ეჭვი შეპარვია, აკეთებდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი კეთილს საქმეებს 2012 წლამდე, მათ მინდა ვუთხრა, რომ კი, აკეთებდა!

მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ნანუკამ პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლე აჩუქა, მან და გიგი უგულავამ. იქ კიდევ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ . ამ ადამიანებს შორის აუცილებლად მინდა გამოვყო გიორგი ისაკაძე, რომელსაც იმ დროს არ ვიცნობდი, ისევე როგორც ნანუკას, გიგის და კიდევ ბევრ სხვას.
მე მაშინ ვიყავი ტელეკომპანია მაესტროს პროდიუსერი, რომელიც ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ნაციონალურ მოძრაობას. ზოგადად, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობასთან იდეოლოგიურ და ფიზიკურ ბრძოლაში გავატარე. ფიზიკურში ვგულისხმობ იმას, რომ ვისაც ახლა არ ახსოვს და, ზოგადად, მახსოვრობის პრობლემა ნამდვილად დგას ქვეყანაში, 2009 წლის 25 მაისს, ღამის 3 საათზე ბომბი ისროლეს მაესტროს კართან და მე ვიდექი იმ კარის უკან. მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. მეორეჯერაც გადავრჩი, იმავე წლის 25 ივნისს გადატანილი ოპერაციის შედეგად დამეწყო პერიტონიტი. გადარჩენის შანსი იყო ძალიან მცირე, მაგრამ ღმერთმა მაშინაც გადაწყვიტა, რომ უნდა მეცოცხლა და გამომიგზავნა ჩემი მეგობრები, ნანუკა, გიგი, გიორგი.
ჩემი გადარჩენის ოპერაციას ხელმძღვანელობდა ნათია გამცემლიძე და რომ არა მისი თავდადება, შეიძლება ამ ადამიანებს ვერც გაეგოთ, რომ შველა მჭირდებოდა. ნათია ჩემთვის არავის ცოლისდა არ არის , არც მაშინ ყოფილა. ნათია უბრალოდ ძალიან დიდი გულის ადამიანია და ჩემი მეგობარი, რომლითაც ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ მყავს.
ამ ხალხთან ერთად, უსამართლობა იქნება არ ვახსენო – გია და ლევან გაჩეჩილაძეები, რომლებმაც ასევე ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ და არ შეეძლოთ ჩემს გადასარჩენად.

რომ დავუბრუნდეთ მთავარ თემას, რატომ აღვნიშნე, რომ ბომბი შემომიგდეს?! ამით მინდოდა ხაზი გამესვა დაპირისპირების მასშტაბისთვის. ნანუკამ და გიგი უგულავამ მე მაჩუქეს სიცოცხლე პირდაპირი მნიშვნელობით და არასოდეს, არასოდეს არ მიუნიშნებიათ, რომ მხარი დამეჭირა ნაც. მოძრაობისთვის ან რაიმე ირიბად მაინც მეთქვა კარგი მათზე, პარტიაზე ან ვინმეზე… ვინც ამ პოსტს წაიკითხავს მათ შორის ისეთებიც იქნებიან, ვინც იტყვის, რომ ამ ნაბიჯით მათ ისედაც დაიწერეს ქულებიო- ეს ჩემთვისაც პირადად ბევრს უთქვამს. მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ, მაგრამ თუ მაინც ასე იყო და ვცდები, ღმერთმა ყველა ქულა შეარგოს და გაუორმაგოს, რადგან პირადად ვერაფრით გადავუხადე სამაგიერო და იმედია, არც არასოდეს დასჭირდებათ. ნეტავ ყველამ ჩაიწეროს ბევრი ქულა და აკეთოს სიკეთე.

რაც შეეხება ნანუკას, მას მერე რაც გამოვჯანმრთელდი, დავმეგობრდით. მას ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მათ შორის 2012 წლამდე ჩემს თვალწინ და მისთის უცნობი ადამიანებისათის, უსაზღვროდ კეთილი ადამიანია.
სამართლიანად ჩათვალე, ჩემო ნანუკა, რომ ჩემი მხარდაჭერის მოლოდინი გქონდა, რამაც დაიგვიანა. ძალიან ვწუხვარ! მხარდაჭერას შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ყველას გვეშლება. ალბათ , ადრეც შემშლია და არ გამოვრიცხავ, მომავალშიც შემეშალოს, თუმცა , აღიარებაც არ მიჭირს.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა. თუმცა , ყველაფერი ვერ ჩავატიე, ვერც ყველა ვახსენე, მაგრამ ეს პოსტი ნანუკაზეა!
მადლობელი ვარ შენი და ჩემი დიდი სიყვარული, პატივისცემა და მხარდაჭერა შენ ამ რთულ დროს!.“

თეგები: ბაია გადაბაძენანუკა ჟორჟოლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved