• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსებს ყველა მომგებიანი “კარტი” წაართვა ამერიკამ და უკრაინელებს ჩაუდო ხელში “როიალ ფლეში” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
00:35 05-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,359

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

როგორ მუშაობს ლოგიკა …
————————-
პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარეს მოსთხოვდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. თუ უკრაინა გაჯიუტდებოდა, შეუწყვეტდა იარაღის და ინფორმაციის მიწოდებას; თუ რუსეთი, მაშინ უკრაინას მიაწვდიდა გამანადგურებელი პოტენციის მქონე იარაღს და უმნიშვნელოვანეს სადაზვერვო მონაცემებს.
ომის შეწყვეტა ხელს არ აძლევდა რუსეთს, რადგან უზარმაზარი მსხვერპლის გაღების მიუხედავად არსებით წარმატებას ვერ მიაღწია და თან უკრაინა აქცია ძალიან საშიშ, მოსისხლე მტრად თავის საზღვართან, რომელიც შექმნიდა უძლიერეს არმიას, ფლოტს და ავიაციას; რაც საბოლოოდ შეაჩერებდა რუსეთის თეორიულ შანსებსაც კი ევროპაზე გავლენის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, ლოგიკურად, უნდა გაჯიუტებულიყო პუტინი. ამის გათვლა ძალიან ადვილი იყო.
პუტინთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა არა რომელიმე დახვეწილი ამერიკელი დიპლომატი ან ოფიციალური სახელმწიფო პირი, არამედ ნიუ-იორკელი მაკლერი. შესაბამისად, უკვე შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, როგორი სერიოზულობით მოახერხებდა ცინიკურ პუტინთან საუბარს პოლიტიკის, გეოგრაფიის და ისტორიის უცოდინარი, დაბნეული მოხუცი.
პუტინი მიხვდა, რომ ის მასხარად აიგდეს და გაბრაზებულმა გადაწყვიტა თავად გაემასხრებინა ამერიკის პრეზიდენტი. ამის წინასწარმეტყველებაც უაღრესად ადვილი იყო.
ამერიკელებმაც წინასწარ იცოდნენ, რომ პუტინი არ დათანხმდებოდა ზავს; შესაბამისად, წინასწარ შეიმუშავეს და ახალი ადმინისტრაციის მთავრობაში მოსვლის პირველივე დღეს წარადგინეს ე.წ. “მინერალების ხელშეკრულება”, რომლის მიზანი იყო ამერიკული დესანტის გადასხმა უკრაინაში, აბსოლუტურად ლეგიტიმური და უწყინარი ეკონომიკური გეგმის საფარველით.
ამ სვლით ტრამპმა რევოლუციური გარღვევა შეიტანა კისინჯერის მიერ ჩაბეტონებულ ამერიკულ პოლიტიკურ დოქტრინაში, რომლის მიხედვითაც ამერიკას არასოდეს არავითარი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები არ უნდა განეხორციელებინა რუსეთის “უკანა ეზოში”. რუსების აგრესიული დოქტრინა სწორედ კისინჯერის დოქტრინის ურყევობაზე იყო აგებული და ამიტომ პუტინ-ლავროვის გუნდმა დამადამბლავებელი შოკი მიიღო ამერიკელთა ახალი სტრატეგიით.
ეს გეგმა წარმოადგენს რევოლუციურ გადატრიალებას ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და წარმატების შემთხვევაში სამუდამოდ მოსპობს კისინჯერის პათოლოგიურ, ამორალურ და უბრალოდ ბოროტ პოლიტიკურ სკოლას, რომლის გამანადგურებელი გავლენა საქართველომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწვნია და მერე კი 2008 წელს. ასე ეძლეოდა კარტ-ბლანში რუსეთს ამერიკელების მეშვეობით.

დავუბრუნდეთ მოვლენათა ლოგიკურ ჯაჭვს. “მინერალების ხელშეკრულების” შემქმნელებმა ზუსტად იცოდნენ, რომ პუტინი ვერ დაუშვებდა ამერიკელების “ეკონომიკურ” დესანტს უკრაინაში, რადგან ეს უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში კორუმპირებულ ჩინოვნიკთა კლანის განადგურების მომასწავებელი იქნებოდა. დახვეწილი, პარიტეტული ამერიკული სააუდიტორო სისტემა ხომ მკაცრად გააკონტროლებს და აღრიცხავს უკრაინულ შემოსავლებს. არადა, სწორედ ეს კორუმპირებული კლანია ფსბ-ს მთავარი დასაყრდენი უკრაინაში. ამ კლანმა გამოხრა და ახლაც ხრავს უკრაინის პოტენციურად უმდიდრეს და უმძლავრეს სახელმწიფოს.
სწორედ ამიტომ, ამერიკელებმა ბოლომდე, შეუნელებელი დაჟინებით იმუშავეს უკრაინელებთან და ხელშეკრულება შედგა.

რუსებს საერთოდ ყველა მომგებიანი “კარტი” წაართვა ამერიკამ და უკრაინელებს ჩაუდო ხელში “როიალ ფლეში”. პოკერის მატჩი პრაქტიკულად მოგებულია, თუ რაიმე სრულად ალოგიკური მოულოდნელობა არ მოხდა.
ამერიკამ უკვე დაიწყო უზუსტესი, რუსებისათვის უაღრესად მოწყვლადი სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა უკრაინისათვის. შესაბამისად, მომავალ დღეებში და კვირეებში ვიხილავთ უკრაინელთა მიერ არამარტო უმნიშვნელოვანესი სამხედრო ობიექტების განადგურებას, არამედ მსხვილი რუსული დაჯგუფებების ცენტრალური საკომანდო პუნქტების დედაბუდიანად მოსპობას. ანუ, რუსული არმია დარჩება უთავოდ, უმაღლესი რანგის ოფიცრობის გარეშე.
პარალელურად, ამერიკამ უკვე დაიწყო ახალი, მძლავრი, თანამედროვე უკრაინული საჰაერო ძალების შექმნა. ხელი მოეწერა F-16- ების არა მხოლოდ პასიურ გადაცემას, არამედ მათი მომსახურებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამით ბოლო მოეღება რუსეთის ერთადერთ უმძლავრეს კონვენციურ სამხედრო კოზირს – რუსულ საჰაერო ძალებს. ეს არის ეპოქალური მნიშვნელობის სამხედრო-სტრატეგიული ცვლილება ევროპის კონტინენტზე.
არ იყო ძალიან ძნელი მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის განვითარების გათვლა, ხომ ასეა?
რატომ არის საჭირო ამ ყველაფრის სწორად გააზრება?
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ მოვლენების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის და მეორეც იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების მოაზროვნე სპექტრმა შეძლოს საკუთარი ფიასკოების ინტელექტუალური ახსნა. თუ არ იქნება ცივი, ანგარიშიანი ლოგიკური აზროვნება, არ იქნება გამარჯვება.
ჰოდა, ჯერჯერობით არც არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved