• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ დამინახავს, ვინ მესროლა ფეიერვერკი” – რა აღიარა სინდისის პატიმრების პროცესზე ე.წ. დაზარალებულმა სპეცრაზმელმა

ალია ავტორი - ალია
16:16 05-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

პოლიციელი, რომელიც პროკურატურამ სინდისის პატიმრების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ მთავარ მოწმედ მიიყვანა, არ ამბობს, რომელ დეპარტამენტში მუშაობს, არის თუ არა “ხარებას” დანაყოფის წევრი და უშუალოდ ვისგან მიიღო დავალება, ჭიჭნაძის ქუჩის კუთხეში მისულიყო.

“არ მახსოვს ვინ მაძლევდა ბრძანებას, მე ბევრი უფროსი მყავს და არ მახსოვს ზუსტად რომელმაც მითხრა”, – ამბობს სპეცრაზმელი. 

დღეს გაირკვა, რომ წიქორიძე ორგზის დაზარალებულია. მოწმეს ადვოკატების კითხვებზე სპეცრაზმელმა თავდაპირველად უპასუხა, რომ არა, მოგვიანებით, დაცვის მხარის რეპლიკაზე – არ ხართ დაზარალებულად ცნობილი? მოწმემ პასუხი დააზუსტა და თქვა, რომ კი არის სხვა საქმის დაზარალებულიც.

ეხლა მახსენდება რომ კი ვარ დაზარალებული სხვა საქმეზეც… დაზარალებურლად ვცნობ თავს აქაც და სხვა საქმეზეც”- ამბობს წიქორიძე.

სპეცრაზმელი დღეს საათნახევრის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. წიქროიძემ თქვა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 28 ნოემბერს, დაახლოებით, 23:00 საათზე მივიდა. დაზიანება კი 29 ნომებერს ღამით მიიღო. მისი განცხადებით, მას თვალთან მოხვდა “პიროტექნიკა, რომელიც ფერად ნივთიერებას უშებდა”.

“ვიდექით ჭიჭინაძე რუსთაველის კუთხეში, სადაც იყვნენ საკმაოდ ბევრი რაოდენობით აქციის მონაწილეები, სადაც იყო დიდი აგრესია პოლიციის მიმართ. იყო პიროტექნიკის სროლა, წყლის ბოთლების, რომელიც სავსე იყო ქვიშით, კვერცხებს ისროდნენ ჩვენი მიმართულებით, ქვებსაც აყოლებდნენ, იყო ბუშტები “კრასკებით სავსე”, რომლებიც რომ მოხვედროდა ყველას დააზიანებდა ისეთ საგნები იყო, იყო ფილის ნატეხები. ისეთი ქმედებები, პოლიციის მიმართ უხეშად მოპყრობის ძალადობრივი ქმედებები მიმდინარეობდა ერთი საათის განმავლობაში. ისროდნენ. მე მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ფერად ნივთიერებას უშვებდა, მომხვდა მარცხენა თვალის არეში და დამიზიანა”. – თქვა მოწმე პოლიციელმა სასამართლოზე. 

საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზვიად ცეცხლაძემ მოწმეს დააზუსტებინა, რა სახის პიროტექნიკა მოხვდა, მას.

“თქვენ საუბრობდით პიროტექნიკაზე და პიროტექნიკის აღწერაში თქვით, რომ განსხვავებულ ფერს უშვებდა, აქ რატომღაც არასწორად იქნა მიჩნეული, რომ ფეიერვერკზე იყო საუბარი, მაგრამ თქვენი აღწერილობა ჰგავდა იმას, რომ ეს იყო კვამლის გამშვები, ქაღალდის ხელსაწყო, რომელიც უშვებს სხვადასხვა ფერის ბოლს. თუ შეგიძლიათ დააზუსტოთ, რა სახის პიროტექნიკა იყო ეს იყო ფეიერვერკი თუ სწორედ ეს ქაღალდის ნივთიერება, რომელიც უბრალოდ ფერად კვამლს უშვებდა?” – ჰკითხა ცეცხლაძემ.

“არა ფეიერვერკი იყო, რომელმაც დაზიანება მომაყენა, დამწვა”. – უპასუხა მოწმე პოლიციელმა.

დაცვის მხარის შეკითხვაზე, მიიღო თუ არა მან ბრალდებულებიდან რომელიმეს ამოცნობის პროცესში მონაწილეობა, მოწმე პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა, რადგან რთულია იმ პირის ამოცნობა, რომლის მიერ ნასროლი საგნითაც მან დაზიანება მიიღო.

შეკითხვაზე – ვინ გაისროლა პიროტექნიკა მის მიმართულებით? მოწმე პოლიციელმა უპასუხა, რომ არ დაუნახავს.

ბრალდების მხარის შეკითხაზე, ჰქონდათ თუ არა მას ან მის კოლეგებს, რამე თავდაცვის საშუალება, გივი წიქორიძემ უპასუხა – “არანაირი, არაფერი”.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოწმეს ჰკითხა, შეუძლია თუ არა გამიჯნოს, ან იცის თუ არა, ის ადამიანი, რომელსაც ფეიერვერკი ეჭირა, რომელიც მას მოხვდა, იყო დემონსტრანტი, თუ პირობითად სუს-ის მიერ გაგზავნილი აგენტი? – რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ არ იცის.

ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმეს ჰკითხა: – თქვენ აქ ხომ ვერ ხედავთ იმ ადამიანს, რომელმაც დაზიანება მოგაყენათ? – მოწმემ თქვა, ვერა ვერ ვხედავ.

ავსაჯანიშვილი: – შეგიძლიათ კონკრეტული ადამიანების სახელი და გვარი თქვათ, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ დაზიანება მიიღეთ, ვინც გვერდით გედგათ?

მოწმე: – კონკრეტული ვერა, არ მახსოვს. (tvpirveli)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved