• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობა თვალთვალის ჩინურ სისტემებს ნერგავს – “ფლანგვის დეტექტორი”

ალია ავტორი - ალია
17:42 05-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, სახელმწიფო უწყებებმა — მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ — ჯამში 461 ერთეული მაღალი ტექნოლოგიის ვიდეოთვალთვალის კამერა შეიძინეს. ამის შესახებ საუბარია “ფლანგვის დეტექტორის” სტატიაში.

“შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ეს კამერები განთავსდება დედაქალაქის სტრატეგიულ წერტილებში, მათ შორის პროტესტის ეპიცენტრებში.

კამერების დიდი ნაწილი ჩინური კომპანიის, Dahua Technology-ის მიერ არის წარმოებული — ბრენდის, რომელიც დასავლეთში კრიტიკის ქვეშ მოექცა ადამიანის უფლებების დარღვევების და ჩინეთის სახელმწიფო მეთვალყურეობის სისტემებთან კავშირის გამო. კომპანიის სახელი უიღურების რეპრესიის კონტექსტშიც გაჟღერდა.

პირველი შესყიდვა 2024 წლის 12 დეკემბერს განხორციელდა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ქუჩის აქციებმა პიკს მიაღწია.  „112“-მა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა 30 ერთეული მართვადი კამერა (PTZ), მაღალი ოპტიკური ზუმით, რომლის კონტრაქტიც შპს „ჯი-ეს-სი“-სთან გაფორმდა და ღირებულება 84,963 ლარს შეადგენდა.

ყველაზე მასშტაბური შესყიდვა კი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. შპს „დელტა კონსალტინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, სააგენტომ 331 კამერა 2,972,620 ლარად შეიძინა.

ამ გარიგებაში შედის არა მხოლოდ კამერების მიწოდება, არამედ მათი გარე გამოყენებისთვის განკუთვნილი უწყვეტი კვების სისტემების მონტაჟი და შემდგომი მომსახურებაც.

ტენდერი 2024 წლის 14 ნოემბერს, მასობრივი აქციების ფონზე გამოცხადდა.

სწორედ ამ ფაქტობრივი პარალელების გამო — შესყიდვების დროის, რაოდენობისა და მდებარეობის გათვალისწინებით — ექსპერტები კამერების ინსტალაციას უსაფრთხოების სტანდარტებზე მეტად პოლიტიკურ რეალობას უკავშირებენ.

​Dahua-ს PTZ (Pan-Tilt-Zoom)-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიდეოთვალთვალის სისტემათა შესაძლებლობები და ფუნქციები სცდება სახის ამოცნობას:

  • კამერებს შეუძლიათ ადამიანის სქესის, ასაკის, სათვალის, ნიღბის ან ჩაფხუტის დაფიქსირება;
  • სისტემას აქვს ემოციების ამოცნობის შესაძლებლობა — ბრაზი, შიში, დაბნეულობა, სევდა და ბედნიერება;
  • რეალურ დროში ხდება ადამიანებისა და მანქანების იდენტიფიცირება – როგორც მონაცემთა ბაზებში, ისე ვიდეოებსა და ფოტოებში;
  • სისტემას შეუძლია განგაშის სიგნალის გაგზავნა, თუ ვინმე არ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს – მაგალითად, ნიღაბი უკეთია;
  • შესაძლებელია ტანსაცმლის იდენტიფიკაციაც;
  • ზუმირებისას კამერები უზრუნველყოფენ ზუსტ ფოკუსირებას და მაღალი გარჩევადობის ფოტოების გადაღებას.
  • კამერებს ასევე შეუძლიათ ხალხის დათვლა

ყველა ეს ფუნქცია ეფუძნება ე.წ. ღრმა დასწავლის ალგორითმებს (deep learning), რაც სისტემას საშუალებას აძლევს, დამუშავებული მონაცემები დააკავშიროს ვიდეომასალასა და ფოტოსურათებთან, ანალიტიკის ბაზაზე კი გამოიტანოს დასკვნები.

წარმოების კამერები და მათი მაღალი შესაძლებლობები აჩენს მნიშნელოვან შეკითხვებს — ნამდვილად ემსახურება თუ არა ეს სისტემა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, თუ მისი მიზანი უფრო ფართო კონტროლი და პროტესტის ჩახშობაა?

სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კამერების გამოყენება რეალურ დროში, პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიცირების მცდელობები და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა — ყოველივე ეს ქმნის სურათს, რომელიც შორსაა მოქალაქეთა უფლებებისა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვისგან.” – ნათქვამია სტატიაში.

თეგები: ფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved