• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

26 წლის სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
15:34 05-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს:

კანონის აღსრულებაზე და უზანაესობაზე ისე გველაპარაკებით, თითქოს თქვენს მიერ ჩადენილი ქმედებები უკანონო არ იყოს. როგორც ჩანს, კანონები მარტო ჩვენთვის მოქმედებს და არა იმ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების შეფებსა და წარმომადგენლებზე, რომელთაც ალბათ, დღესაც არხეინად და უდარდელად სძინავთ თავიანთ სახლებში და თავი ხელშეუხებლები და კანონმორჩილები ჰგონიათ. სწორედ ეს არის ამ დიქტატორული რეჟიმის ნამდვილი რეალური და უსამართლო სახე, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი ღირსების ორდენოსანი პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და მათი ჩინოვნიკები წარმოადგენენ.

ჩვენ ყველანი ასეთი მცირერიცხოვანი და ასეთი პატარ ქვეყნის შვილები ვართ და იმის მაგიერ, რომ ვიცავდეთ, გვიყვარდეს, ვიცავდეთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პირიქით, ერთმანეთს ვმტრობთ და ვშუღლობთ, ეს კი იმის ბრალია, როცა ქვეყნის მართვა არასწორ ადამიანებს უვარდებათ ხელში და ზუსტად ეს ადამიანები არიან მიზეზნი იმ ბოროტებისა, რასაც დღეს საზოგადოებაში თესავენ. მათ არ აინტერესებთ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეები ბედი. მათი ინტერესი მხოლოდ ფული და ძალაუფლებაა, რის შესანარჩუნებლადაც ყველაფერზე არიან წამსვლელები. ეს არის მათი ბინძური თამაში, რომელიც ტყუილსა და ბოროტებაზეა დაფუძნებული. ასე, რომ სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გამოფხიზლიდით და გადმოდით სიკეთისა და სინათლის მხარეს.სხვა შემთხვევაში, ყველაფერს სიბნელე მოიცავს, ჩვენ კი სინათლის გარდა სხვა აღარფერი დაგვჩა დასაკარგი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველას, ჩვენი მცირედი ვალი გვაქვს მოსახდელი საკუთარი სამშობლოს წინაშე და როგორც მე ისე დანარჩენი რეჟიმის ტყვეები, ჩვენი მშობლები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველდღე რუსთაველის გამზირზე უშიშრად დგას, ამ გზას ამაყად ვადგავართ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved