• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის, თიბისი კაპიტალს და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
13:54 05-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

5 მაისს, მილანში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თიბისიმ, თიბისი კაპიტალმა და ADB-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების შექმნას, რომელიც განსაზღვრავს პოტენციური თანადაფინანსების შესაძლებლობებს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში.

თანადაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება პირველია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გააფორმებს. სხვა რეგიონებში დაფინანსების ეს უპრეცედენტო მოდელი, მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთში განხორციელების შემდგომ დაინერგება. აღნიშნული მემორანდუმი ორივე ქვეყანაში გაამარტივებს დაფინანსებაზე წვდომას და გააღრმავებს თიბისისა და ADB-ს პარტნიორობას.  

მემორანდუმის ფარგლებში, 2025-2028 წლის პერიოდში, ADB  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის150 მილიონ აშშ დოლარამდე დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. ასევე, თიბისისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  დამატებით გათვალისწინებულია 150 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. დაფინანსება განხორციელდება პირდაპირი სესხებისა და ბონდების გამოშვებით.

თიბისისა და ADB-ის შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, თიბისის  კორპორატიულ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ დაფინანსება გაუმჯობესებული პირობებით. თიბისი უზრუნველყოფს პროექტების წინასწარ შერჩევას და დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სესხის მიღების პროცესს –  შემცირდება მინიმალური სესხის მოცულობის მოთხოვნა, რაც მეტ კომპანიას მისცემს საშუალებას, ADB -ის დაფინანსებით ისარგებლოს.

საქართველოში წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია- თიბისი კაპიტალი კი, ქვეყნის კაპიტალის ბაზრებს კიდევ უფრო გააფართოებს და რეგიონული კაპიტალის ბაზრებს აითვისებს. ობლიგაციებში ADB-ის  – როგორც ინვესტორის შემოსვლის ფასილიტაციას თიბისი კაპიტალი განახორციელებს, შესაბამისად მისი მეშვეობით, ემიტენტებს ექნებათ უფრო მარტივი და ეფექტური წვდომა IFI დაფინანსებებზე.

თანამშრომლობა ითვალისწინებს, როგორც მცირე, ისე  მსხვილი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერას, ამიტომ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით მეტ ემიტენტს ექნება ADB-სთან თანამშრომლობის და ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა.  ეს ხელს შეუწყობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობას და მზარდ ლიკვიდურობას ბაზარზე.

ADB და თიბისი მიზნად ისახავენ, ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, მათ შორის კლიმატურ და სოციალურ მიმართულებებზე. ამ ეტაპზე, ძირითადად განიხილება განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და წარმოების სექტორების თანადაფინანსება.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved