• რეკლამა
  • კონტაქტი
04:51, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შსს-ში ნერვები აშკარად არ აქვთ კარგად” – ონისე ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:08 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

სტენდაპერი, ონისე ოქრიაშვილი

რეჟიმი რამდენად აგონიაშია არ ვიცი, მაგრამ შსს-ში ნერვები აშკარად არ აქვთ კარგად.
დღეს მივიტანე ჩემი მესამე ჯარიმა გასასაჩივრებლად. 17:30-ზე შევდგი ფეხი და მიმღების ქალი:
– რაზე ხართ?
– ჯარიმა უნდა გავასაჩივრო
– ვაიმე, ყველა ექვსს რო წუთები აკლია მაგ პერიოდში რატომ მოდიხართ?! – მიყვირის, წარბებს ქაჩავს.
გამოვშტერდი. მეთქი-სამსახური მაქვს და მეტი ადრე ვერ მოვახერხე. ექვსამდე არ მუშაობთ?
კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ყველა ბოლოს უნდა მოაწყდეთო.
ენა ჩამივადა ;დდ მეც და კიდე ორ ადამიანს ვინც ასევე ასაჩივრებდა ჩემამდე.
– არც მე მსიამოვნებს აქ ყოფნა, მაგრამ თქვენმა სახელმწიფომ დამაჯარიმა 5000 ლარით და რა ვქნა?!
– თუ არ მოგწონთ მიბრძანდით სხვა სახელმწიფოში.
– არ გაქვთ უფლება ასე ელაპარაკოთ მოქალაქეს.
– კაი, კაი, ამოალაგე და დაალაგე როგორც საჭიროა ყველა დოკუმენტი.
დავულაგე მაგიდაზე.
-მარტო ჩემი არაა ეს სახელმწიფო, თქვენიცაა რომ იცოდეთ – არ მეშვება.
– არ ვცნობ მე თქვენ ძალადობრივ სახელმწიფოს
– ძალადობრივს, არა?! წინა იყო ძალადობრივი!
ამასობაში მორჩა ეს წუთნახევრიანი პროცედურა, რაზეც გვეჩხუბა ეს ქალი ;დდ გამოვდივარ და გვერდით გოგო მეუბნება, ჩაბარების საბუთი არ მოუციათ და მოითხოვეთო.
მივედი ამ ქალთან და მეთქი მომეცით ეგ ფურცელი… უკვე ბაგა ბაღის კინკლაობას ჰგავდა ეს სცენა.
გაბრაზებული სახით ჩადო ქსეროქსის აპარატში ჩემი საჩივარი, ამოაქსეროქსა, ბეჭედი დაარტყა, რაღაცები წააჯღაპნა კალმით და მომცა.
– სულ ასე არასრულად აკეთებთ აქ საქმეს?
– კი, ასეთები ვართ
– არადა, წინაზე რო ვიყავი ის ქალბატონი ძალიან გულისხმიერი იყო და დამეხმარა
– ხო, მე ვარ ბოროტი. არ მეტყობა სახეზე?
– მივეჩვიეთ უკვე ასეთ სახეებს სისტემის ხელში.
ზურგი შემაქცია და წამოვედი.
ვიცი, როგორ აბსურდულადაც ჟღერს ეს დიალოგი და ნეტა იმ ორ ადამიანამდე მიაღწიოს ამ ტექტსმა, რო დაადასტურონ ავთენტურობა ;დ
ნუ, ვისაც გჯერათ, თხოვნა მექნება გასასაჩივრებლად რაც შეიძლება გვიან საათებში მიხვიდეთ გულუას შსს-ში. ანუ, ექვსს რო წუთები უკლია იმ მონაკვეთში.
ასევე, ხასიათის წასახდენად დამატებით ეფექტს ახდენს თუ რომელიმე პოლიტპატიმრის მხარდამჭერის მაისური გეცმევათ (მადლობა დათო სიმონიას უამრავი სამაისურე დიზაინისთვის, მისწერეთ და დაგიმზადებთ საბეჭდ მასალას სასურველისგან) და ყურსასმენში თუ ხმამაღლა ჩართავთ რამე ისეთ მუსიკას, რაზეც განზიდვა ეწყებათ ოლიგარქის თაყვანისმცემლებს (“თავისუფლება” კარგია).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved