• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე 4-სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდება

ალია ავტორი - ალია
19:09 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

თბილისში, “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება, ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ სს “სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარომ” მშენებლობის ნებართვა გასულ წელს მიიღო. ამის შესახებ commersant.ge წერს.

პროექტის მიხედვით, იგეგმება 4-სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

“საპროექტო შენობა მდებარეობს ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა № 7, მიწის ნაკვეთის ფართობია: 11867.0 კვ.მ. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით-აღმოსავლეთით და სამხრეთ- აღმოსავლეთით ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

პროექტის აღწერა: პროექტით გათვალისწინებულია 23.20 მ. სიმაღლის, 7 სართულიანი შენობის მშენებლობა. აქედან: 3 მიწის დონის ქვედა სართულია, 4 სართული მიწის დონის ზედაა. საპროექტო შენობის -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია შემოზღუდული ავტოფარეხი. -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია ტექნიკური და ელექტრო დანადგარების ოთახები; -5.00 ნიშნულზე განთავსებულია სათადარიგო ელ. მომარაგების ოთახი და სატრანსფორმატორო. -10.00, -5.00, ±0.00, +5.70 და +11.40 ნიშნულებზე განთავსებული სავაჭრო-კომერციული სივრცე საწყობით. +11.40 ნიშნულებზე განთავსებულია ადმინისტრაციის ოფისები და საგამოფენო სივრცეები. მიწისზედა პირველი სართულიდან მიწისზედა მეოთხე სართულის ჩათვლით დაგეგმილია საოფისე სივრცეების განთავსება. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სივრცე”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

სს “სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანია, საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ასათიანი, მოადგილე კი გიორგი მახარაძე.

ცნობისთვის, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” დაიწვა. წლების წინ ტერიტორიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ყადაღა ედო “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიას, რის გამოც აქციონერები ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ვერ ახერხებდნენ. მათი თქმით, არ განიხილებოდა ტერიტორიაზე ინვესტორის შემოყვანა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved