• რეკლამა
  • კონტაქტი
09:22, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ის სავარაუდო 500%-იანი ტარიფი – რა საფრთხე ელის საქართველოს?

ალია ავტორი - ალია
16:53 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,737

აშშ-ის სენატორისა და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ლინდსი გრემის თქმით, 72 სენატორი მზადაა, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც რუსეთს ახალ “დამანგრეველ” სანქციებს, იმ ქვეყნებს კი, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ, ტარიფებს დაუწესებს – ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

სენატორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულ მოლაპარაკებებში არ შევა, აშშ ზემოაღნიშნულ მკაცრ ზომებს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სენატორ გრემის კომენტარს წინ უსწრებდა აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან აშშ-ში იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ. დოკუმენტის თანახმად, სანქციების ფარგლებში აშშ-ის მოქალაქეებს ასევე აეკრძალებათ რუსული ფასიანი ქაღალდების ყიდვაც.

როგორც სენატორმა აღნიშნა: “პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპთან თამაშს მოისურვებს და ეს კანონპროექტი ინსტრუმენტია ტრამპისთვის”. მისივე თქმით, პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ტრამპთან მოლაპარაკებებს, ან რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას უყუროს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ტარიფები, სავარაუდოდ, საქართველოზეც გავრცელდება, რადგან რუსეთი ქვეყნის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 10.8% მოდის. ამასთან, 2024 წელს საქართველოში რუსეთიდან $519.5 მლნ-ის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტმა კი $180.9 მლნ შეადგინა.

წყარო – bm.ge

“რუსეთს ეკონომიკა დაემსხვერა…” – ახალი სანქციების კანონპროექტს სენატის ფართო მხარდაჭერა აქვს – სენატორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved