• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციხე კომფორტიაო… იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე” – ონისე ცხადაძე

ალია ავტორი - ალია
16:10 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
742

სასამართლო პროცესზე, პოლიტიკურმა პატიმარმა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ განაცხადა:

 

ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე, კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, იგივე სიტუაციას ვუსურვებ ნინო წილოსანს 4-დან 6-წლამდე

რაც შეეხება პროტესტს, 2019 წლიდან ვცხოვრობდით მშვიდად, შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჩამოიყვანა გავრილოვი, პოზნერი, ლავროვის შვილი, შემდეგ იყო რუსული კანონო ერთი და რუსული კანონი ორი… კობახიძე გამოვიდა, ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი 11 კაცი.

პრემიერი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შესვა და ჩვენ ვყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ სასამართლოზე უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ, თუ ვინმეს ჩვენთან პრეტენზია აქვს, მოვიდეს, კითხვებს დავუსვამ, თუ გასცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, სუფთა ადამიანებს ვერ დაელაპარაკებიან….

სუს-ის, იმედის ვიდეოებით ადამიანები არიან დაკავებულები, ბარიდან ამოსული მთვრალი ინგლისელი კაცი ჰყავს გადაღებული, რომ ინგლისელი კაცი ლივერპუილიდან ჩამოვიდა მთავრობის დასამხობად. ესენი რომ გავაზიარე ფეისბუკზე, დავცინე და დამბლოკეს. 

გამიგია იარაღის, წამლის, ქვის ჩადებაც გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად გავიგე…

რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ. მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რომ შევასრულე, მას მერე ჯგუფური არაფერი მქონია. გუშინ გავხდი 29 წლის და მინდა ყველამ მომილოცოს“.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved