• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰარვარდის პროფესორმა არქის მოწვევით გუნდის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა

ალია ავტორი - ალია
14:13 05-01-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

24–25 აპრილს, არქის მოწვევითა და ინიციატივით, საქართველოში ჩამოვიდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი – Das Narayandas, რომელმაც არქიში ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე Strategic Leadership and Marketing Excellence Program.

„ვიმუშავე არქის გუნდთან ერთად და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მათი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, აქ ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ადამიანები და თავიანთ საქმეში მსოფლიო კლასის პროფესიონალები მუშაობენ. გვქონდა დიდებული საუბრები და ვორქშოფები. მიხარია, რომ ჩამოვედი და დრო გავატარე არქის გუნდთან ერთად. ნამდვილად შესანიშნავი იყო და გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის.“ – Das Narayandas, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი და ეკონომისტი.

ტრენინგი განკუთვნილი იყო არქის მენეჯმენტის გუნდისთვის და მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგებს, სხვადასხვა ბიზნესქეისების ანალიზს, ლექციებსა და ინტერაქციულ სამუშაო ფორმატს. გარდა ამისა, სპეციალურად ყველა დაინტერესებული თანამშრომლისა და პარტნიორისთვის მოეწყო ერთდღიანი ვორქშოპი, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სფეროს წამყვანი ექსპერტის ხედვა და გამოცდილება.

„მოხარულები ვართ, რომ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი Das Narayandas ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს გუნდთან ერთად ჩაატარა ვორქშოფი. ეს ტრენინგი დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების, ბრენდის ხარისხი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები ჩვენს სფეროში და უფრო გავაძლიეროთ არქის პოზიციები.” –  არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.

არქიში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების პროფესიული ზრდის მხარდაჭერა. გუნდის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, კომპანიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარებისთვის.

„სასიხარულოა, რომ ჰარვარდის გამორჩეული პროფესორი საქართველოშია და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებს. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ მიდგომები, კიდევ უფრო განვვითარდეთ და მეტი ცოდნა შევიძინოთ ლიდერშიფის, მარკეტინგისა და კომპანიის მართვის მიმართულებით.“– აღნიშნა დეველოპერული კომპანია არქის აღმასრულებელმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.

Das Narayandas ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ცნობილი ეკონომისტია ბიზნესის, მარკეტინგისა და ლიდერობის სფეროში. ის ფლობს Edsel Bryant Ford-ის სახელობის პროფესორის წოდებას, არის ჰარვარდის ბიზნეს ფაბლიშინგის უფროსი ასოცირებული დეკანი და Executive Education-ის ყოფილი ხელმძღვანელი. მისი ვიზიტი და თანამშრომლობა არქის გუნდთან ადასტურებს კომპანიის სტრატეგიულ ხედვას – მუდმივი განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და ლიდერობის განმტკიცება სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში.

(R)

თეგები: Das Narayandasარქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved