• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ გეგონოთ ჩხრეკის ცრემლებია. გული ამიჩუყდა უბრალოდ…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ალია ავტორი - ალია
16:15 04-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,189

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა დასრულდა, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„არ გეგონოთ ჩხრეკის ცრემლებია. გული ამიჩუყდა უბრალოდ… დილის 9 საათი ჯერ არ იყო, როდესაც მივიღე შეტყობინება ჩემი ადვოკატისგან, რომელიც ასევე არის “ფროსფერითის” ადვოკატი, რომელმაც მითხრა, რომ იქ შევიდნენ ჩხრეკაზე და იცოდე, მაინც ინფორმაციას გაწვდი. ამის შემდეგ, ჩემი შვილი წავიდა და მითხრა, რომ დაბლა ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და მივხვდი, რომ ჩხრეკაზე შემოდიოდნენ. ერთადერთი მინდოდა, რომ საბას სახლიდან გაესწრო, მაგრამ ვერ გაასწრო რა. წინ იდგა ძალიან გამოპრანჭული პროკურორი ქალი, დილის 9 საათისთვის ზედმეტად მოწესრიგებული იყო. მასთან ერთად იყვნენ პროკურორები, რომლებსაც ეწერათ, რომ იყვნენ პროკურორები. იყო 5 ცალი, რაღაცნაირი, უფორმო პოლიციელი. რაც მთავარია, საბამ ამოიცნო ერთი და მითხრა, რომ ეს არის პოლიციელიო. რომ მივხვდი უკვე ხელის მოკიდებას აპირებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ, მე თვითონ მივეცი, საბა რახან იყო სახლში.

პირველი, ყველაზე სერიოზული რეაქცია რაზეც ჰქონდათ, ეს იყო ლაივი და მე მათ ვუხსნიდი, რომ მათ მიმართ ნდომა არ მქონდა და შესაბამისად, ეს იყო ჩემი დაცვა, სანამ ადვოკატი მოვიდოდა. არც კი აპირებდნენ ჩხრეკის დაწყებას, სანამ ლაივს არ გავთიშავდი. საინტერესო იყო სუს-ის ეპიზოდი, რადგან პროკურატურა რასაც აკეთებდა, სუსი მეთვალყურეობას უწვებოდა. ეს არის საინტერესო, რადგან იქ ნდობის ფაქტორები არის სისტემაში მორღვეული, “ოცნება” სისტემაში ერთმანეთს ნაკლებად ენდობა.

პროკურატურა რომ დადიოდა, სუს-ი ეუბნებოდა რა უნდა ექნა. ისინი ეუბნებოდნენ, ანიშნებდნენ, ისინი იღებდნენ პირდაპირ ეთერში გარკვეულ მინიშნებებს და პროკურატურაც ამის მიხედვით მოქმედებდა. მათი მთავარი ამბავი იყო, რომ ლაივში ეს ყველაფერი არ ყოფილიყო. ჩხრეკის განჩინება არის გაცემული პირველ აპრილს, მე რომ სამ აპრილს დავწერე სტატუსი, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შემოდიან, ის ინფორმაცია იყო სწორი. სამართლებრივად ამიხსნეს, რომ ვადა გასდიოდა ამ ნებართვას და შესაბამისად გამოიყენეს ეს ნებართვა. აქ იყო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებული. ამოიღეს ყველაფერი, საბას ნათლობიდან დაწყებული, მარიამის დაბადების დღით დამთავრებული… ტექნიკაც ამოიღეს, ამოიღეს ისეთი ძველი ტელეფონები, რომლებიც არ ირთვება და დანარჩენი ამოიღეს, ე.წ. ფლეშკები, რომელიც მარიამისაა“ – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი

თეგები: ნანუკა ჟორჟოლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved