• რეკლამა
  • კონტაქტი
23:03, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სასტიკად ნაცემი წამიყვანეს ვაშლიჯვრის ტყეში, დამაგდეს გზასთან ახლოს… ხელებს და ფეხებს უკვე ვეღარ ვგრძნობდი და ძაღლმა მიპოვა” – მამუკა კვარაცხელია

ალია ავტორი - ალია
15:57 04-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
403

სპორტულმა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ, წულუკიანის კომისიაზე, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმე განიხილება, მისი გატაცების და ცემის ფაქტზე ისაუბრა:

„შავი ზღვის ქუჩაზე ვარ და როგორც კი ავუხვიე, დიდი შავი უნომრო ჯიპი აშკარად მეჯახება. მეთქი ეტყობა მთვრალია ვიღაცა და გვერდზე გადავაყენე მანქანა. სანამ მე გადავაყენებდი ოთხი 2 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმომხტრები არიან, გამოგლიჯეს კარები და ეგრევე მეცნენ, შემათრიეს თავის მანქანაში, რაღაც წამებში, კინოებში რომ გინახავთ ეგეთი რაღაც მოხდა. თავზე რა თქმა უნდა ნიღაბი, ხელები უკან გაკრული, ფეხები უკან გაკრული და ეგრევე დამუშავება დაიწყეს. არავის არ ვუსურვებ ესეთ მდგომარეობაში ჩავარდნას, როცა ვეღარ ხედავ გონება მოქმედებს და დაახლოებით მივხვდი, რომ თბილისის ზღვაზე ამიყვანეს. იქ წავიდა სერიოზული ფიზიკური დამუშავება, ძალიან პროფესიული ცემა. სამი ტიპი მირტყამდა როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ, რომ რაციის ხმა ისმოდა სულ და იყო საშინელი შეურაცხყოფა. მესმის, რომ დავალება რომ გაქვს მიღებული და ადამიანის ცემ, ეს კიდე მესმის, მაგრამ როდესაც ადამიანს აგინებ, მის ახლობლებს, მის ოჯახს, ნიშნობის ბეჭედიც კი მომაძვრეს ხელიდან და ალბათ იცოდნენ ჟურნალისტი ვიყავი და ათივე თითი მოტეხილი მქონდა, თითებში მირტყეს. რაც მოვახერხე უკან, მახსოვს, რომ მარცხენა ხელი გადავაფარე მარჯვენას და საშინელ დღეში მქონდა მარცხენა ხელის თითები. 6 ნეკნი მოტეხილი, მერე როგორც დასკვნიდან წავიკითხე, ლავიწის ძვალი, უკანა ძვალი და ა.შ. თავში არ მირტყამდნენ, რომ ტკივილი შემეცნო, არ გავთიშულიყავი და გამეგო რატომ მსჯიდნენ. მეუბნებოდნენ, რომ შენ კაი ბიჭებზე რაღაცეები გითქვიაო და ესაო და ისაო და ჩვენ ცხინვალიდან ჩამოვედით შენი მანქანის მოსაპარადო. ესე იგი 12 წლის „Mitsubishi Pajero“-ს მოსაპარად ჩამოვიდნენ ცხინვალიდან. ომამდე დარჩენილია თვე-ნახევარი, ჩიტი ვერ შეფრინდება ცხინვალში და აქეთ, გესმით ახლა რა პერიოდია. შეიძლება იღებდნენ კიდეც, რადგან მე მივხვდი, რომ ცოტახანს რომ გავუძალიანდი, ხმას არ ვიღებდი, ვითმენდი ტკივილს და მერე მივხვდი, რომ ამათ უნდოდათ პირიქით მეხვეწა, რომ ბიჭებო არ მომკლათ და რაღაცა. დაახლოებით 30 – 45 წუთი გაგრძელდა ეს სერიოზული ცემა, ღმერთმა ყველა დაიფაროს, ერთ წერტილში 10-ჯერ რომ ურტყამენ ადამიანს ეს არის საშინელი ტკივილი და ჭკუიდან გადაჰყავხარ ტკივილს, თან გაგინებენ. მერე რატომღაც ისე მოხდა, რომ მანქანაში მქონდა ჩემი სამი პასპორტი ვიზებით, მობილურები, რაღაცეები და რომ ნახეს ეტყობა ეს ნამეტანი სამშობლოს მოღალატეს არ გავსო, ინფორმაცია ჰქონდათ უბრალოდ სახელი, გვარი და მანქანა და მერე ეტყობა რაციაზე ვინც იჯდა უთხრა, რომ UEFA-ს ვიღაც არის და მერე ეტყობა მიიღეს გადაწყვეტილება, ძლიერი ტიპები იყვნენ, ცალი ხელით ამწია ერთმა მახსოვს და წამიყვანეს ვაშლიჯვრის ტყეში, დამაგდეს გზასთან ახლოს. სადღაც ერთი საათი ვეგდე იქ, უკვე ვცივდებოდი მახსოვს, ხელებს და ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ძაღლმა მიპოვა, ყეფა მესმოდა, ძაღლი მოვიდა, მერე პატრონი მოყვა“, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

თეგები: მამუკა კვარაცხელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved