• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელმაც 16 ეკლესია გაძარცვა – სერიული ძარცვა კახეთში

ალია ავტორი - ალია
11:15 04-28-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,201

უჯარმაში, ავალიშვილების საყდრის სახელით ცნობილი ტაძარი ახლა წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. 1755 წელს აგებული სალოცავი სერიული მძარცველის პირველი სამიზნე გახდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, წინასააღდგომო დღეებში, ჯერ ტაძრის კარი, შემდეგ კი შესაწირი ყუთი გატეხა და მორწმუნეების მიერ გაღებული თანხა მთლიანად გაიტაცა.

სოფელი უჯარმა დანაშაულის ერთადერთი ადგილი არ ყოფილა. “კურიერი P.S.-მა” გაარკვია, რომ კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში 34 წლის მამაკაცმა, ერთდროულად, 16 ტაძარი გაქურდა. არა იპარო! – ეს ერთ-ერთია ათი მცნებიდან, რომელიც თითქმის ყველა ტაძარშია გამოკრული, თუმცა, როგორც ჩანს, სერიული მძარცველი დანაშაულის დროს ვერც ამ შეგონებამ დააბრკოლა.

გომბორი, ახაშენი, მუკუზანი, ძირკოკი, კარდენახი, ანაგა, ვაქირი – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც მძარცველმა სალოცავებში განთავსებული შესაწირი ყუთები დააცარიელა. წაღებულია ფული, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ნივთი და ბიბლია.

“კურიერი P.S.-მა” გაარკვია დამნაშავის ვინაობა. ის გორში მცხოვრები კობა კობერიძეა, რომელიც უკვე დაკავებულია. ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ბრალდებულის ჩვენებაც, სადაც ის დანაშაულის ყველა ეპიზოდს აღიარებს.

ბრალდებულის ადვოკატმა საქმეზე საუბარი არ ისურვა, პროკურორი კი ადასტურებს, რომ კობა კობერიძე, ტაძრების გაქურდვის მიზნით, კახეთში წინასწარი განზრახვით ჩავიდა და ოთხ მუნიციპალიტეტში არაერთი სალოცავი გაქურდა. ჩხრეკისას ამოღებულია როგორც თანხა, ისე საეკლესიო ნივთები.

ბრალდებულის ოჯახი გამოძიების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. “კურიერი P.S.-მა” კობა კობერიძის დედას გორში, საცხოვრებელ მისამართზე ჩააკითხა. მშობელი გვიდასტურებს, რომ მისი შვილი, ქურდობის ბრალდებით, წარსულშიც ორჯერ იყო გასამართლებული.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მდებარე იოანე ნათლისმცემლის ტაძარი სერიული მძარცველის ბოლო გაჩერებაა. აქ ეკლესიის ქურდობა კობა კობერიძისთვის წარუმატებლად დასრულდა – პოლიციამ მას დანაშაულის ადგილზე მიასწრო და ხელბორკილები პირდაპირ ტაძრის ტერიტორიაზე დაადო.

ეკლესიების ქურდობის 16 ეპიზოდში მხილებული კობა კობერიძე უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, გამოძიება კი ტაძრებისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის.

ვრცლად ↓

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved