• რეკლამა
  • კონტაქტი
18:03, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გასაჩივრების ახალი სტადია – გზის გადაკეტვის ჯარიმები ვინც გაასაჩივრა, მათთვის სასწრაფო რჩევა – ნიკა სიმონიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:18 04-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,789

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

იურისტი სოციალურ ქსელში რჩევებს და ინსტრუქციებს აქვეყნებს:

“გზის გადაკეტვაზე ჯარიმები ვინც გაასაჩივრა, მათ ნაწილს შსს-დან მოუვიდა დადგენილება [მეც, მათ შორის], რომლითაც უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე [როგორც მოსალოდნელი იყო] და ამიტომ გასაჩივრების ახალ სტადიაზე გადადიან ისინი.

ბევრმა მკითხა ამ დღეებში, რა ვქნათო და ამიტომ აქ დავწერ ინსტრუქციებს, როგორ ვიქცევით ასეთ დროს და როგორ ვასაჩივრებთ.

  • როგორ უნდა მივიღო შსს-სგან დადგენილება?

შსს-მ ფოსტით უნდა გამოგიგზავნოთ და ჩაგაბაროთ დადგენილება და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. თუ ჯერ არ მოგსვლიათ, უბრალოდ დაელოდეთ და მანამდე ეს ამბები თქვენ არ გეხებათ.

  • რა ვადაში ვასაჩივრებთ?

შსს-ს დადგენილების ჩაბარებიდან 10 [კალენდარული] დღის ვადაში. ეს ვადა აუცილებლად უნდა დაიცვათ, თორემ სასამართლო საჩივარს არ დაუშვებს, მისი აღდგენა კი გამორიცხულია.

  • ვის მივმართავთ საჩივრით და რამე ფორმა ხომ არ აქვს?

საჩივრით უნდა მიმართოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს (აღმაშენებლის ხეივანი N64).

სამართალდარღვევებზე საჩივრისთვის კანონით არაა ფორმა დადგენილი, თუმცა გარკვეული პროცესუალური საკითხების გათვალისწინება მასში აუცილებელია. დეტალურად ამის აღწერა გამიჭირდება, თუმცა შაბლონის გაზიარება რა თქმა უნდა, შემიძლია (ყვითლად მონიშნული ადგილები იქნება შესაცვლელი).

  • რას ვითხოვთ საჩივარში?

ამ საჩივარში გვაქვს ორი მოთხოვნა: ა) საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა; ბ) შსს-ს დადგენილების ბათილად ცნობა.

ამიტომ საჩივარს ამ ორი დოკუმენტის ასლები აუცილებლად უნდა დაურთოთ.

  • საჩივარი როგორ შეგვაქვს?

საჩივარი და თანდართული დოკუმენტები სასამართლოს უნდა წარუდგინოთ ორ ეგზემპლარად (ერთი სასამართლოსთვის და მეორე შსს-ში იგზავნება). საჩივრის ორივე ეგზემპლარი უნდა იყოს ხელმოწერილი.

საჩივარი (ორ ეგზემპლარად) უნდა ჩააბაროთ სასამართლოს კანცელარიაში ან შეგიძლიათ გაგზავნოთ სასამართლოში ფოსტით.

  • საქართველოში თუ არ ვართ ამ დროს, როგორ ვიქცევით?

სასამართლო საქმის რეგისტრაციის სერვისის (ecourt.ge) მეშვეობით შესაძლებელია საჩივრის შეტანა, მაგრამ ამისთვის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ვადაში მყოფი სერტიფიკატი და ID ბარათის წამკითხველი გჭირდებათ.

ან უბრალოდ მინდობილობას გაუკეთებთ ადვოკატს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნოტარიუსთან და ის შეიტანს საჩივარს.

  • გასაჩივრებით ჯარიმის გადახდა ისევ გაჩერდება?

კი, სანამ საბოლოოდ არ ამოწურავთ გასაჩივრების პროცედურებს, მანამდე ჯარიმის გადახდა გაჩერებულია.

  • ჯარიმის გადახდის გასაჩერებლად რა უნდა გავაკეთოთ?

სასამართლო საჩივარს რომ მიიღებს წარმოებაში, ამ განჩინების ასლი უნდა აიღოთ სასამართლოში (ამისთვის თანაშემწეს უნდა დაუკავშირდეთ) და მიიტანოთ შსს-ში (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში). სასამართლო თვითონ არ გზავნის ამ განჩინებას და ამიტომ ისევ ჩვენ გვიწევს ამის გაკეთება, დამატებითი თავის ტკივილი რომ ავირიდოთ თავიდან.

  • გასაჩივრებისთვის რამე გადასახდელი არის?

არა, ამ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟს არ იხდით.

  • რა ვადაში განიხილავს სასამართლო საქმეს?

პრაქტიკულად რომ გითხრათ, მინიმუმ რამდენიმეთვიანი პერსპექტივაა.

დანარჩენი ნაბიჯების შესახებ სხვა დროს დავწერ, ახლა მთავარი ისაა, სასამართლოში დროულად შეიტანოთ საჩივარი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved