• რეკლამა
  • კონტაქტი
19:36, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა და რა საიდუმლოება იმალება „ტკბილი ქვეყნის“ „საფირმო“ პასკებში?

ალია ავტორი - ალია
21:25 04-17-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
367

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა სწრაფად, მარტივად და იმავდროულად ელეგანტურად? – ეს ის კითხვაა, რომელიც დღეს, უკვე არაერთი დიასახლისის გონებაშია.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

დიზაინში ჩართეთ ბუნებრივი ელემენტები – ხის ნაწილები, ქერქი, ხავსი. ბრჭყვიალა ფერებიც არ გამოტოვოთ – წელს ყველაზე მოდური ოქროსფერია, ოღონდ, თანამედროვე ოქროსფერი, ნაკლებად ბრჭყვიალა, შედარებით მქრქალი. მაგალითად, ოქროსფერი დეკორატიული სანთლები, ჭურჭელი ოქროსფერი ელემენტებით, ვაზები, ან ოქროსფერი კურდღელი.

ასევე წელს ტრენდულია იასამნისფერი, მოცვისფერი – შესაძლებელია ამ ფერის დეკორით გადაახალისოთ ოთახი, მაგრამ მე პირადად, გირჩევდით ცოცხალ ყვავილებს, რომლებიც ნებისმიერ დღესასწაულს ბუნების სურნელს მატებს. სცადეთ, ყვავილებთან ერთად, ახალაყვავებული ხის ტოტები, რომლებიც ყველაზე ნათლად განასახიერებენ სიცოცხლეს და სილამაზეს!

არ შეგეშინდეთ გამოიყენოთ ძველი, ანტიკვარული ნივთები, ოღონდ, თანამედროვეობასთან შერწყმით, ძველი ნივთების სწორი გამოყენება არ გააფუჭებს დღესასწაულის ეფექტს, პირიქით, შეგახსენებთ დროის მნიშვნელობას.

შეგიძლიათ ხის ტოტებისგან, ყვავილებისგან, ფერადი თოკებისგან დაამზადოთ ე.წ. სააღდგომო ბუდე, ფორმით ჩიტის ბუდის მსგავსი, მარტივი, მაგრამ ძალიან სიმბოლური დეკორატიული ნივთია, აუცილებლად ჩადეთ კვერცხები „ბუდეში“.

ანალოგიურად შეგიძლიათ მოამზადოთ დეკორატიული გვირგვინი. წრე არის აღორძინებული ცხოვრებისა და სულის უკვდავების ძლიერი სიმბოლო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაზის ან სხვა მცენარის ტოტები, ლენტები, მავთულები, ძაფები, გააფორმოთ თქვენი გემოვნებით: ბუმბულით, ხის კვერცხებით, ფრინველების, კურდღლების, ქათმების ფიგურებით, ხავსით, ბზის და ღვიის ყლორტებით და დაამაგროთ კარზე, ისევე, როგორც ამას ახალ წელს ვაკეთებთ.

გსურთ სააღდგომო კვერცხების შეღებვა ორიგინალურად და უსაფრთხოდ სხვადასხვა ფერად? გამოიყენეთ ამისათვის ბუნებრივი საშუალებები:
  • კრემისფერის მისაღებად – ყავა, მუხის ქერქის ნახარში, მურყანი

  • ცისფერი (იისფერი) – წითელი კომბოსტო (შეღებვამდე უმჯობესია, წითელი კომბოსტოს სველ ფოთლებში იყო გახველი რამდენიმე საათით.)

  • ვარდისფერი, მეწამული – ჭარხალი, მოცვის წვენი

  • ყვითელი – კურკუმა (შედუღებისთვის 3 სუფრის კოვზი წყალში), არყის ფოთლები

  • მწვანე – ჭინჭარი, ისპანახი (კვერცხები შეღებვამდე ბულიონში ერთი დღის განმავლობაში უნდა მოთავსდეს)

  • წითელი – ალუბლის ქერქი.

რაც შეეხება პასკას, თუ სახლში არ დაგიცხვიათ, ტკბილი ქვეყანა, რომელიც 300–ზე მეტ პროდუქციას აწარმოებს და წლებია უწყვეტად ამარაგებს ბაზარს ისევე, როგორც წინა წლებში, გთავაზობთ ძველ, მაგრამ დაუვიწყებელ გემოს, ახალ გემოებთან ერთად, რომელიც გასინჯვისთანავე გახდება თქვენთვის საყვარელი.

ტკბილი ქვეყანა, სხვა პასკებთან ერთად, გთავაზობთ, საფირმო ნაწარმსაც.

პასკა „საფირმო“ – წონა 450 გრ.

პასკა „საფირმო“ შოკოლადით – 500 გრ.

პასკა „საფირმო“ პუდრით – 850 გრ.

და მისი უდიდებულესობა, პასკა „საფირმო“ კარაქით – 850 გრ.

 

 

საწარმო დიდხანს არჩევდა, რომელი კარაქით დაემზადებინა მომხმარებლისთვის და მათი ოჯახებისთვის პასკა და არამხოლოდ პასკა და საბოლოოდ, ლაბორატორიული კვლევებისა და ხარისხის შემოწმების შემდეგ, არჩევანი შეაჩერა დანიურ კომპანიაზე.  ხარისხიანი პროდუქტები და ახალი ტექნოლოგიები – ეს არის „ტკბილი ქვეყნის“ „საფირმო“ პასკების საიდუმლოება.

აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია, ყველას გვინდა ეს დღე გავატაროთ ისე, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ტკბილი ქვეყანაც და მომხმარებელს აწვდის არამხოლოდ დაუვიწყარ გემოს, არამედ სააღდგომო განწყობასაც.

ტკბილი ქვეყნის პასკები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.

 

თეგები: პასკასააღდგომო სუფრატკბილი ქვეყანა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved