• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატარა რჩევა წინა ხელისუფლების საექსპერტო საზოგადოებას” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
20:44 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,610
საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
პატარა რჩევა მინდა საჯაროდ შევთავაზო წინა ხელისუფლების საექსპერტო საზოგადოებას. ნუ იქნებით სწორხაზოვნები და ნუ გგონიათ, რომ ივანიშვილს თქვენ თუ არ ჩამოხადეთ პერმანენტულად ნიღაბი, არავინ იცის ვინ არის. ნუ გგონიათ, რომ მისი მანევრები ან გაუგებრობები რუსებთან მას საშუალებას მისცემს უკვე ჩადენილი დანაშაულები ჩამოირეცხოს. ნუ გგონიათ რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ ან ავანგარდში ხართ, ან მხოლოდ თქვენ ხართ, ან რამე განსაკუთრებული როლი გაქვთ. როდესაც თქვენგან განსხვავებულ მოსაზრებას აკრიტიკებთ, ისე შორს ნუ შედიხართ, რომ შემთხვევით შემოგემტკიცოთ თუ შემოგესაბუთოთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსები აფინანსებდა ივანიშვილის ხელით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში თქვენ შემოიყვანეთ, ფესვები გაადგმევინეთ და მერე ერთად განხორციელებული “შუა უნდა გაიკრიფოს” პროექტით ივანიშვილი ძლიერი ოპოზიციის გარეშე დატოვეთ პოლიტიკურ ველზე. არ დაგავიწყდეთ, როდესაც თქვენ ვერ ამარცხებდით და სხვას არ აკარებდით ბრძოლის ველზე, ივანიშვილმა ავტორიტარიზმი მარტივად დაამყარა.
ამიტომ, დასკვნის სახით, თქვენ არ იცნობთ ივანიშვილს, არ გესმით მისი რუსული პოლიტიკის არსი და არც დამარცხების ალგორითმი გაქვთ, ამიტომ სხვას მაინც ნუ შეუშლით ხელს. მიდექით ცოტა ხნით გვერდით და გამარჯვების შემდეგ ისარგებლეთ დემოკრატიის სიკეთეებით (თანაც ეს დემოკრატია თქვენი ძლიერი მხარე სულაც არ არის).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved