• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრამპი რუსეთის მახეში არ გაემბმება… კონგრესი გაზრდის ზეწოლას, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ” – რუბიო

ალია ავტორი - ალია
01:11 04-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ კონგრესის მხრიდან გაიზრდება ზეწოლა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, ტრამპის ადმინისტრაცია კი “მას ვერ შეაჩერებს”, თუ “მშვიდობის გზაზე არანაირი პროგრესი” არ იქნება.

ამის შესახებ რუბიომ ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

“მშვიდობა ნიშნავს, რომ ერთმანეთისთვის სროლას წყვეტთ. ამდენად მარტივია. რა თქმა უნდა, საბოლოო მშვიდობისთვის მრავალნაირი პირობები არსებობს და ორივე მხარესთან უნდა ითანამშრომლო. დასაწყისშიც ვთქვი, რომ ომი მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღებული შეთანხმებით სრულდება. თუ არ არის უპირობო დანებება, მაშინ ორივე მხარე დათმობებზე უნდა წავიდეს. არ ვაპირებთ, რომ წინასწარ განვსაჯოთ, რა არის ეს დათმობები, რადგან ისინი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას დათანხმდება უკრაინა და რას დათანხმდება რუსეთი. თუმცა, მშვიდობისაკენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

ჩვენ არ გვაინტერესებს – და მე ამაში არ ვადანაშაულებ, უბრალოდ გეუბნებით – რაც ჩვენ არ გვაინტერესებს, ეს არის მოლაპარაკებები მოლაპარაკებების შესახებ, ამის გაგრძელებას სამუდამოდ არ ვაპირებთ. არაფერი არ ყოფილა მუქარის შემცველი, უფრო მეტად იმის ახსნა იყო, რომ ჩვენს დროში და რაღაც ეტაპზე აშკარა იქნება, გინდა თუ არა მშვიდობა და ეს დრო მოდის. საკმაოდ ცოტა დარჩა. ამავდროულად, როგორც უკვე იხილეთ, კონგრესის წევრებმა სანქციების გასამკაცრებლად კანონპროექტების ინიცირება დაიწყეს. ამიტომ, კაპიტოლიუმისგან ზეწოლა გაიზრდება, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ, რასაც ვერ შევაჩერებთ, თუ, რეალურად, მშვიდობისკენ გზაზე არანაირი პროგრესი არ გვექნება”. 

ამავე პრესკონფერენციაზე რუბიომ თქვა, რომ მალე გაიგებენ, მართლა სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა და თუ მოსკოვი ვითარებას სტრატეგიულად აჭიანურებს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მახეში არ გაებმება. რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებს გააჭიანურებს, პრეზიდენტი ტრამპი ამით დაინტერესებული არ იქნება.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved