• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველა დეტალი “სკინტლის სკანდალზე” – “იმასაც მოგიყვებით, რატომ არ ვიყენებთ “ტეტრაციკლინს” – რეზო ვაშაკიძე

"სად არის ეს დახოცილი საქონელი? კანონით გაწერილი პროცედურაა უტილიზაცია. მოსამართლე უნდა დაეყრდნოს კანონს და საბუთს – რაც არ გვინახავს. საქონელი რომ ავადობის შედეგად კვდება, გაკვეთა ხდება, აქტები დგება – არც ესაა საქმეში."

ალია ავტორი - ალია
02:16 04-05-2025
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,135

კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი, რეზო ვაშაკიძე, ფორმულას ეთერში, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კითხვებს პასუხობს. იგი საუბრობს იმ ცნობილ სკანდალზე, რომელიც ლაშა პაპაშვილის სარჩელს უკავშირდება და ამბობს, რომ საქმეში, არც ექსპერტიზის დასკვნა დევს, არც იმის დამადასტურებელი, რომ “ბიუ–ბიუ”–ს ქათმების სკინტლში იყო ტეტრაციკლინი, არც ცნობა იმის შესახებ, რომ ნამდვილად გარდაიცვალა ძროხები, არც ის – სადაა გარდაცვლილი საქონელი, თუმცა, მოსამართლემ მაინც დააჯარიმა. იგი ჰყვება იმასაც, რატომ არ იყენებს “ბიუ ბიუ”–ს ქათმებისთვის ანტიბიოტიკს და ამბობს, რომ დადასტურებულია, განსხვავებით მათგან “ყვარლის ბაგა” ნამდვილად იყენებდა ამ მედიკამენტს.

რეზო ვაშაკიძე:

ჩვენ ყვარლის ბაგასთან გვქონდა ხელშეკრულება და მივაწოდეთ 2700 ტონაზე მეტი ექსკრემენტი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი, ქალბატონმა ლიანა კაჟაშვილმა, მოსამართლემ, ჯარიმა გამოგვიწერა და სრულად დააკმაყოფილა ბატონი ლაშას საჩივარი.

ჩვენ ნაკელს ვყიდდით სასუქად მიწისთვის, საკმაოდ წარმატებული იყო, მაგალითად გარდაბნის და საგარეჯოს რაიონებში, სიმინდის მოსავლიანობა გაიზარდა ხუთჯერ. ნიადაგს ანაყოფიერებს და სტრუქტურას ცვლის უკეთესობისკენ. ბატონ ლაშას რამდენიმე ასეული ჰექტარი მიწა ჰქონდა და როგორც ვიცოდი, იყენებდა მოსავლის მისაღებად. დაგვიმალა, რომ თურმე, ძროხების საკვებად მიჰქონდა. 

მეტსაც გეტყვით, რაკი ნიადაგისთვის კარგია, არ მინდა გეგონოთ, რომ ყველაფრისთვის კარგი რამეა, არა, სკინტლში შედის არაერში შხამი. მერძევე საქონლის გამოკვება ამით, აკრძალულია ევროკავშირში და 2023 წლიდან საქართველოში. ქართული ტრადიციები გავიხსენოთ, ჩვენ რაც გვიყვარს, ბავშვობაში ჩავდიოდი ხოლმე სოფელში, იქ არასოდეს ქათმის სკინტლს არ იყენებდნენ ცხოველების საკვებად, გაჰქონდა ბებიას და ბოსტანში ყრიდა. საქართველოში არ ყოფილა ტრადიცია საქონელს აჭამო ქათმის სკინტლი, ეს არაქრისტიანულიცაა, ცხოველს უნდა ვცეთ პატივი.

რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, კონკრეტულად კი, ტეტრაციკლინს, ჩვენ არ ვიყენებთ და მოგიყვებით იმასაც, რატომ არ ვიყენებთ. ჩვენი ფერმის მეხორცული ჯიშები ცხოვრობენ 40 დღეს და აღწევენ იმ წონებს, რომლებსაც ჩვენს მაღაზიებში ვყიდით. გამომდინარე იქედან, რომ 40 დღე ცხოვრობს, არ ვიყენებთ ანტიბიოტიკს, ძირითადად ვიყენებთ ვაქცინებს, ფაგებს. ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო, მაქსიმალური სისუფთავეა. ის ნაკელი, რომელიც მიქონდა ბატონ ლაშას, აღებული იყო სწორედ ამ ფერმიდან.

რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ტეტრაციკლი იყო სანტეს მიერ აღმოჩენილი “ყვარლის ბაგას” რძეში და ჯამში, 60 000 ლარის რძე იყო დაწუნებული. ამ ტეტრაციკლინს თავად იყენებს კომპანია და ძროხას უკეთებს. ჩვენ არ ვიყენებს ბროილერის წარმოებაში საერთოდ.

ასევე, ყვარლის ბაგამ 185 პარტიიდან აიღო ერთი პარტია და თითქოს შეამოწმა ანტიბიოტიკზე. სინჯი აიღო ნორმების დარღვევით, კაციშვილმა არ იცის საიდან აიღო და რა აიღო, მეორე ამბავი ისაა, რომ მიიტანეს ლაბორატორიაში, რომელსაც არ აქვს აკრედიტაცია ამ ტიპის ანალიზის გასაკეთებლად. ამბობს რომ თითქოსდა ერთი პარტია შეამოწმა, ოღონდ, ეს გაავრცელა ყველა, 185–ვე პარტიაზე.

კიდევ ერთი საკითხია, სად არის ეს დახოცილი საქონელი? ჩვენც ხომ გვაქვს ფერმა და ჩვენც გვქონია ფრინველის დახოცვის შემთხვევა. ერთხელ ელექტროენერგია გაითიშა და 150 ფრინველამდე დაგვეხოცა. ჩვენ დავრეკეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში… კანონით გაწერილი პროცედურაა უტილიზაცია. მოსამართლე უნდა დაეყრდნოს კანონს და საბუთს – რაც არ გვინახავს. საქონელი რომ ავადობის შედეგად კვდება, გაკვეთა ხდება, აქტები დგება – არც ესაა საქმეში.
მე უშუალოდ ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს, მე გახლავათ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი ჭკვიანი ადამიანი ჩანს. ამიტომაც ჩემი აზრით, ამ ყველაფერს ასდის მექრთამეობის სუნი. ასეთი ტიპის შეცდომების დაშვება, იმდენად წარმოუდგენელია, რომ ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ქრთამის აღების შედეგად შეიძლება მოხდეს.

ევროკავშირმა, აშშ–მ ძალიან დიდი თანხები ჩადეს, სურსათის სააგენტოს შექმნაში. ამ სააგენტოს წამყვანი თანამშრომლები დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებია. მოწოდებული არიან მაღალ დონეზე იმუშაონ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგალითად: – იმათ არ შეეხოთ, ამათ არ შეეხოთ, იმათ ეს გააკეთონ, ამათ ეს გააკეთონ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, თორემ, ამის გარეშე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიძლება ძალიან ცოტა დროში მოიყვანოს ყველაფერი წესრიგში. მაგალითად, ჩვენ ვაწარმოებთ ახლა დაახლოებით 1200 ტონა ხორცს თვეში, შეგვიძლია 3 000 ვაწარმოოთ და ვერ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ ქვეყანაში იმპორტირდება უხარისხო პროდუქტი, და პირიქით, მოტივირდებიან, რომ ეს გაიზარდოს. მთავრობამ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, იმ სტანდარტების პროდუქცია მივიღოთ, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია წარმოება მკვეთრად გავზარდოთ. ჩინეთის მაგალითზე გეტყვით, ჩინეთიდან ადრე პროდუქცია რომ შემოდიოდა, იბეგრებოდა 12 პროცენტით, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობაზე მოვაწერეთ ხელი ჩინეთთან, რატომ მოვაწერეთ კი არ ვიცი, მაგრამ მოვაწერეთ, ახლა ჩინეთიდან შემოდის დაბალხარისხიანი, ცუდი პროდუქცია. ჩინეთმა იხეირა, ნაცვლად ჩვენი ხეირისა.

 

http://

 

თეგები: ლაშა პაპაშვილილიანა კაჟაშვილირეზო ვაშაკიძესკინტლის სკანდალიყვარლის ბაგა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved