• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიმართვა „ქართული ოცნების“ მომხრე თანამემამულეებს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:41 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,097

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

მიმართვა „ქართული ოცნების“ მომხრე თანამემამულეებს:”
—————-
მართალია თქვენ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ უნდა დარჩეს საქართველოს მმართველ ძალად, მაგრამ ქვეყანა ისე არ არის მოწყობილი, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვსურს.
„ოცნება“ სახელმწიფოს სათავეში მოვიდა იმ დაპირებებით, რომ მიხედავდა ქვეყანას, დააფუძნებდა თავისუფალ სასამართლოს, დაიცავდა ყოველი მოქალაქის უფლებებს, საგარეო ასპარეზზე გაჰყვებოდა ფრთხილ, ზომიერ პოლიტიკას და შეინარჩუნებდა ბალანსს რუსეთსა და დასავლეთს შორის.
გავიდა 12 წელი და უკვე ყველა ვხედავთ, რომ არც თავისუფალი სასამართლო გვაქვს, მოქალაქეთა უფლებებიც შერჩევითად არის დაცული, იმის მიხედვით, ვინ ვისი მომხრეა; საგარეო ასპარეზზე ბალანსის დაცვა მოხერხდა კი არა, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დავუპირისპირდით; აღარ გველაპარაკება არც ევროპა და არც ამერიკა. ეს ახლა გნებავთ „დიფ-სტეიტს“ დააბრალეთ, გნებავთ „გლობალური ომის პარტიას“, გნებავთ უიღბლობას და ჯადოს, მაგრამ ფაქტია, რომ „ოცნებამ“ დაგვტოვა მხოლოდ ირანის, ჩინეთის, რუსეთის და აზია-აფრიკის წყალწაღებული ქვეყნების ამარა. ბალანსი აღარ არსებობს.
ამ ბალანსის აღდგენის გარეშე საქართველო განწირულია. მეგობრები აღარ შეგვრჩა; გვყავს მხოლოდ მტრები, რომლებსაც კუდს ვუქიცინებთ და ველაქუცებით, რომ არ შეგვჭამონ; და რომ აუცილებლად შეგვჭამენ, როცა მოუნდებათ და მოუხერხდებათ, ეს თქვენც კარგად იცით; კუდის ქიცინი არ შველის მაგას. ხსნა მხოლოდ ბალანსის აღდგენაშია; ანუ, სასწრაფოდ უნდა აღდგეს ურთიერთობა დასავლეთთან.
როგორც ხედავთ, თქვენი პროპაგანდისტ-ფილოსოფოსები ვერ გამოდგნენ მთლად გონიერი ხალხი. ჯერ ამტკიცებდნენ რომ ტრამპი და „ოცნება“ ერთნაირად ფიქრობენ, ახლა, როცა ნათლად გამოჩნდა რომ ტრამპის ფილოსოფია „ოცნების“ პრინციპებისგან დიამეტრულად განსხვავდება, დაიწყეს მტკიცება, რომ ტრამპიც დაამარცხა იმ ოხერმა „დიფ-სტეიტმა“. ძალიან ღრმა ფილოსოფიაში რომ არ გადავეშვათ, თუ ეს ოხერი „დიფ-სტეიტი“ ასეთი მაგარია, იქნება გაანებოთ მაგის ჩხიკინს და გაბრაზებას თავი, თორემ თუ ტრამპი მოინელა, თქვენ ერთ ლუკმად არ ეყოფით და მისგან ვერც რუსეთი გიხსნით, ვერც ირანი და ვერც ჩინეთი. დროულად დაშოშმინდით და წესიერად დაელაპარაკეთ ევროპა-ამერიკას, ანუ თქვენებურად „დიფ-სტეიტს“.
ეგენი კი ისე არ დაგელაპარაკებიან, თუ ელემენტარულ წესიერებას მაინც არ გამოიჩენთ. ევროპის განაპირა ქვეყანა ვერ იარსებებს იზოლირებულად. დედას გიტირებენ და თქვენთან ერთად მთელ საქართველოსაც ეტირება დედა, ანუ ჩვენც.
ჰოდა, დაფიქრდით. დასაწყისისათვის გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაპატიმრებული ხალხი; მერე მოიწვიეთ ევროპელ-ამერიკელები მედიატორებად და დაიწყეთ ოპოზიციასთან საუბარი, რომ საერთო, კოალიციური, გარდამავალი მთავრობა შეიქმნას. ეგ მთავრობა რამდენიმე წელიწადში მოამზადებს ნიადაგს ახალი არჩევნებისათვის და იმ არჩევნებზე უკვე პატიოსნად აირჩევს ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთადერთია, თუ გადარჩენა გვსურს. ერთი ოჯახის წევრებს არ უყვართ ერთმანეთი ხშირად და არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთი არ გვეხატებოდეს გულზე. ათასი მიზეზი გვაქვს და გვექნება ამისათვის, მაგრამ ოჯახის არ იყოს, ერთმანეთს ისე გადაგვაბა განგებამ, რომ ვერ ვიარსებებთ ურთიერგაგების და პატივისცემის გარეშე.
ცუდი დროა. დიდი რყევები ელის მსოფლიოს; ბევრი რამ დაინგრევა, ბევრიც თავიდან აშენდება; ნუ გავწირავთ ნურც ჩვენს თავს და სამშობლოს დასანგრევად და დასაღუპად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved