• რეკლამა
  • კონტაქტი
22:00, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე

ალია ავტორი - ალია
17:59 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,870

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაია დანიშნა. რევაზ ნადარაიამ ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა, მისივე განცხადებით, საკუთარი სურვილით დატოვა.

რევაზ ნადარაია 45 წლისაა და 2021 წლიდან უზენაეს სასამართლოში უვადოდ იყო განწესებული.

რევაზ ნადარაია იყო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებიდან ერთ-ერთი, რომელიც არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის დასჯას მოითხოვდა. ნაზი ჯანეზაშვილი მას, როგორც კლანის წევრს მოიხსენიებდა.

რევაზ ნადარაიას უკავშირდება უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სარჩელის მიღებაც.

რევაზ ნადარაია იყო მოსამართლეთა იმ სიაში, რომელთა კეთილსინდისიერების შემოწმებასაც ევროკავშირის პირობიდან გამომდინარე, „სასამართლოს გუშაგი“ ითხოვდა.

 

ნადარაია 2002-2005 წლებში მუშაობდა “ადვოკატთა კავშირი XXI”- ში ადვოკატად.

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.

2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.

2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი.

2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლომ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ამ პოსტზე მყოფ მოსამართლე მერაბ ტურავას, უფლებამოსილება 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved