• რეკლამა
  • კონტაქტი
04:51, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურა ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს

ალია ავტორი - ალია
13:11 01-24-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურატურა თანახმა არ არის.

როგორც პროკურორი განმარტავს, გუგა ბარბაქაძეს როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის მკვლელობას ედავებიან, რასაც ბარბაქაძე არ აღიარებს. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, მასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორი არ საუბრობს.

ნადირაძის თქმით, ვინაიდან სასამართლო პროცესი დახურულია, ის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება საკასაციო საჩივრები, რომელიც ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი. ასევე, განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გიორგი ჯანაშიას ნაწილში.

ვადასტურებ, რომ გუგა ბარბაქაძის ინტერესების დამცველის მიერ მოხდა გენერალური პროკურატურისთვის მომართვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად და ცხადად შემიძლია განვმარტო, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკება არ წარმოებს, ბრალდების მხარე არ არის თანახმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მარტივი პროცედურა რომ განვმარტო, იმისათვის რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმებული იყოს, მინიმალური სტანდარტი გახლავთ ბრალის აღიარება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარე 2 ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა და დღემდე მიუთითებს, რომ გუგა ბარბაქაძის მიმართ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა მის ბრალეულობას ორ ეპიზოდთან მიმართებით, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე დავით სარალიძის. ამ პოზიციას დაიჭერს ბრალდების მხარე უზენაეს სასამართლოშიც და ამ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივად იდავებს”, -განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო დღემდე განიხილავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved