• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი სამარცხვინოები რანაირად ხართ?”; “მშობელია უყურადღებო და შვილი მაგიტო მოუკვდა?!” – მოქალაქეები ამონაშვილის აკადემიას

ალია ავტორი - ალია
14:22 04-03-2025
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,593
ამონაშცილის აკადემიის ცნობით, კახეთში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში, ბავშვი წყალსაცავში იმიტომ ჩავარდა და დაიხრჩო, რომ მშობელმა არ მიაქცია ყურადღება. აკადემია ითხოვს გაგებით შევხვდეთ აკადემიის წევრების მდგომარეობას.
აკადემია, წერს:
წინა შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია. ჩამოსული იყო რამდენიმე ათეული სტუმარი. ესენი იყვნენ პედაგოგები,
ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცენტრიდან გაფრთხილების მიუხედავად, ერთერთი მონაწილე კონფერენციაზე უცხოეთიდან ჩამოვიდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. მშობელმა იცოდა, რომ ორგანიზაცია ბავშვზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. მშობლის უყურადღებობის გამო, კონფერენციის
მსვლელობის დროს ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა და ჩავარდა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში.
ცენტრის ყველა თანამშრომელმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად,
მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა.
კონფერენციის ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია არ იყო ამონაშვილის აკადემიის მიერ ორგანიზებული. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კონფერენციას ესწრებოდა, თუმცა სხვა კავშირი ორგანიზაციას ამ ღონისძიებასთან არ ჰქონია.
გთხოვთ, გაგებით შეხვდეთ ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობას.
მადლობა.
მოქალაქეების გამოხმაურებები:
AI უფრო სწორ და ემპათიურ განცხადებას გააკეთებდა, ვიდრე ამ აკადემიის გუნდმა გააკეთა! ამ ქვეყანაში ყველას აკლია თავისი წილი პასუხისმგებლობა. ვუსამძიმრებ დედას, ოჯახს.
თქვენთანაც ის წერია, რომ მშობელია უყურადღებო და შვილი მაგიტო მოუკვდა?!
ამონაშვილის აკადემია ასეთი არაემპათიურები და სამარცხვინოები რანაირად ხართ?
ადამიანები არ ხართ მანდ? ან დედები არ ხართ მანდ?
აკადემია კი არა, რაღაც ბუტკაც არ ხართ.
“გთხოვთ, გაგებით შეხვდეთ ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობას.”-ო!
ბავშვი დაიღუპა სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც კონფერენცია ჩანიშნეს და ჩვენ რა შუაში ვართო?!
ბავშვების სიცოცხლე რომ ჩირზე იაფი გახდა მაგას ვხედავთ, მაგრამ დარჩა რამე რის თქმასაც არ იკადრებენ ადამიანები ამ ქვეყანაში?
რა სამარცხვინოა!
ამონაშვილის აკადემია ქოცურ სტილში ავრცელებს განცხადებას და თან კომენტარების მოსმენა არ სურს. ეს არის ქოცური ჰუმანიზმი.
და თან ბიო-ში უწერიათ “ჩვენ ვქმნით საუკეთესო გარემოს ჩვენი შვილების ჰარმონიული განვითარებისთვის”
ეს რანაირი განცხადებაა? ამის დამწერს შევხედავდი სახეზე, როცა ტექსტი აკრიფა… გაგებასაც რომ ითხოვს ბოლოს?
ოჯახები როცა ჩადიან ტრენინგებზე წყალსაცავი აკეცილი აქვთ?
რომელიმე დონეზე უსაფთხოების ნორმებს ვინმე იცავს ამ ქვეყანაში?
ნოდარ ტანგიაშვილი, ამონაშვილების საგანმანათლებლო ცენტრის, 2020 წელს გამოქვეყნებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს:
ამათი აფერისტი!
მოუსმინეთ – ბავშვებს ეპატიჟებოდნენ ამ სივრცეში – და მიხვდებით რამხელა ტყუილი განცხადება გამოაქვეყნეს დაღუპულ ბავშვზე
http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved