• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“8 აპრილს ვათენებთ ღამეს ერთად” – სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

ალია ავტორი - ალია
22:17 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან – რეჟიმის ტყვეების ნათესავებმა რუსთაველის გამზირზე საგანგებოდ დააანონსეს, რომ დღეიდან წინააღმდეგობის მოძრაობა იწყება.

ჩვენი შვილები, დები და მეგობრები არიან სინდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებასა და ხმის ჩახშობას.

ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს. გვინდა დავიწყოთ წინადადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და სულისკვეთებისთვის. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი თავდადებისთვის და ბრძლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებაში და პატრიოტიზმში.

დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების მებრძოლ შვილებს, დებს, ძმებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის იდეისთვის და არ დაუშვებთ ამ უდანაშაულოდ ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვუხმობთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და სამართლიანობა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად“, – განაცხადეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved