• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა, მას არ ეშინია ასეთი აქციების, მაგრამ ის მიიღებს იმას, რისიც მართლა ეშინია” – ლაშა ბერულავა.

ალია ავტორი - ალია
04:59 04-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,236

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

რატომ თავიდანვე, 2012-13 წლებში არ დაიწყო ეს იურიდიული პროცედურები, თუ ამას აპირებდაო, სადღაც შემხვდა ეს შეკითხვა.

არ ეჩქარებოდა და მაგიტომ.
ჯერ სიძულვილი უნდა გაეღვივებინა, უკვე დათესილი სიძულვილი.

სიძულვილი მან დოზებად გადაანაწილა წლებზე – თანდათან ზრდიდა დოზას, როგორც სჭირდებოდა.
არჩევნების წინადღეს დაიწყო ეს განაწილება – საწყალი ბარბარე რაფალიანცით.

ეს, სიძულვილის დათესვასთან ერთად, ერთგვარი ტესტიც იყო: მას უკვე აღმართული ჰქონდა საფრთხობელა ნაცების სახით და ამ საფრთხობელას მიაწერდა ისეთ რამეებს, წესით, ოცნების მომხრეებსვე უნდა გაჩენოდათ შეკითხვა – “ეს საფრთხობელა აქ დგას და უძრავია, ამდენ რამეს რანაირად ჩაიდენდა?”

მაგრამ შეკითხვები არ დაუსვამთ არათუ რიგით ობივატელებს, არამედ ბიძინას გვერდით უკვე მდგარ იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც მას ახლა ისე უდიერად მოიხსენიებენ, თითქოს აგერ, სულ ცოტა ხნის წინ მისი ხელით არ რწყულდებოდნენ…

მერე ბევრი მსგავსი ტესტი იყო. პროტესტის ხმა მხოლოდ მაშინ გაისმა, როცა ბიძინას მსახვრალი ხელი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც შეეხო, ყველა “კოლექტიურ ნაცმოძრაობად” მოინათლა, ხელისუფლების უზურპაცია უკვე საგარეო ვექტორსაც დაეტყო და ცხადი გახდა კიდევ ერთხელ: მას არ ეჩქარებოდა.

ის ნელ-ნელა, მისთვის მეტსახელად შერჩეული ანაკონდას მეთოდით აგრძელებდა მისი მოწინააღმდეგეების ჩაძირვასა და მოგუდვას. დროდადრო მოუშვებდა კუნთებს, დროდადრო – პირიქით.

ის გვეთამაშებოდა, ჩვენ კი დავცინოდით. ხან ხიხოს ვეძახდით, ან კომენტარებში ვწერდით: “მე <3 ქოცები”…

ის კი გვეთამაშებოდა და სწორედ იმ იდიოტური ზღაპარივით, ხან რომელ ბარტყს გადმოგვიგდებდა და ხან რომელს.

ერთხელ იმდენად “გვეკაიფა”, რომ ჩვენს ბღავილზე: “ერთი ბარტყი გადმოგვიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებთო”, ის ბარტყი მართლა გადმოგვიგდო, მერე ისევ წაგვართვა და სულაც ჩიტების გუნდის მეთაურად დაასახელა.

მას ჩვენი არ ეშინოდა, რადგან გვიმკლავდებოდა თავისი ხელის ხარებებით, ხელის სხვა ბიჭებით, პროპაგანდის მანქანებით, გამპრავებლებით, გამშავებლებით და ტროლ-ბოტებით.

პროტესტი მან ვერასდროს დაამარცხა, მაგრამ გადადო, დაშალა: ხალხი ერთმანეთს დაატაკა, ერთმანეთი შეაძულა.
ეს კაცი მართავს სიძულვილით.
ეს კაცი თავადაა სიძულვილი.
დააკვირდით მის სახეს, როგორ ივსება ყველა ნაკვთი, ყველა კაპილარი სიძულვილით, როცა მისთვის ანგარიშგასაწევზე, საძულველზე ლაპარაკობს (მაგალითად, გაიხსენეთ, როგორ სახეს იღებს, როცა ეროსი კიწმარიშვილზე ეკითხებიან (ცოცხალი იყო მაშინ).

ამ კაცს მხოლოდ ისინი მოსწონს, მხოლოდ მათ ენდობა, ვისაც მის მსგავსად ან უფრო ძლიერ სიძულვილი შეუძლია.

ამიტომაა მისი მუდმივი ფავორიტი თეა წულუკიანი. ამიტომ არა ჰქონია მასთან კონფლიქტი არასდროს და არც ექნება. ამიტომ ანდო მას თავისი საბოლოო მიზანი, რისთვისაც ის დიდ პოლიტიკაში მოვიდა – გაასამართლოს საქართველო და აქციოს ის ისევ “ორღობის ქვეყნად”, როგორც ადრე აქვს ნათქვამი.

არა, მას არ ეშინია ასეთი აქციების, მაგრამ ყველაფერი ისე მიდის, რომ ის მიიღებს იმას, რისიც მართლა ეშინია.
აი, მერე რა როგორ იქნება, ეს უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული და არა მასზე.
დიდება საქართველოს,
დიდება გმირებს,
თავისუფლება პუტინის პირად პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება რომა შამათავას
და ამ რეჟიმის ყველა, უკლებლივ ყველა ტყვეს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved