• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიცია უნდა ატარებდეს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, გადაცდომები უნდა იყოს გამოძიებული – ევროკომისარი

ალია ავტორი - ალია
15:36 03-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებთა კომისარი საქართველოში მძიმე მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს – მაიკლ ო-ფლაერტი წერს, რომ ყველა სამართალდამცავი უნდა ატარებდეს თვალსაჩინო და ინდივიდუალურად გამორჩეულ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, მოქალაქეებს უნდა უადვილდებოდეთ მათი ამოცნობა და როდესაც ხდება გადაცდომები, მათ პასუხი უნდა აგონ.

კომისარი საქართველოში იანვარში იმყოფებოდა, დოკუმენტის თანახმად, ო-ფლაერტი შეხვდა პროკურორის მოადგილეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს და მას ჰკითხა დაუსვა – რატომ ვერ ხდება სამართალდამრღვევი სამართალდამცველების დასჯა? – პასუხად თავის მართლება მიიღო. ორივე მაღალჩინოსანი უმტკიცებდა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვერავის სჯიან, რადგან იდენტრიფიცირება უჭირთ. 

როგორც მაიკლ ო’ფლაერტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მემორანდუმში აღნიშნული,

დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, ძალადობისთვის არც ერთი სამართალდამცავი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მეტიც, პროტესტის ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

კომისრის რეკომენდაციაში ვკითხულობთ:

  • ყველა სამართალდამცავი პერსონალი უნდა ატარებდეს თვალსაჩინო და ინდივიდუალურად გამორჩეული მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.
  • გარანტია, რომ ყველა ჟურნალისტს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლება აქციებისა და სხვა საჯარო შეკრებების გაშუქება.

მაიკლ ო’ფლაერტი რეკომენდაციის სახით საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით.

კომისარი ასევე შეშფოთებას გამოხატავს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც “დემონსტრანტების წინააღმდეგ ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს”.

მემორანდუმში ასევე საუბარია მზია ამაღლობელის საქმეზეც. კომისრის შეფასებით ჟურნალისტის დაკავება გაუმართლებელია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის რთულ პერიოდს ასახავს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved