• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი ბრალია, რომ აქამდე მსგავსი შეხვედრა თქვენთან არ მოვაწყვე” – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
14:48 03-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,347

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა:

„იცით, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა კანონის სრული დარღვევით შექმნა არალეგიტიმური კომისია. კომისიამ დაგვიბარა მე და ბადრი ჯაფარიძე. კომისიის სახელი ყველამ ცით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შემსწავლელი კომისია და რატომღაც, ერთ-ერთი პირველი დგვიბარეს იმისთვის, რომ გააგრძელონ ის პოლიტიკური დევნა, რაც ჩვენ მიმართ, პირადად ჩემ მიმართ და ბადრის მიმართ მიმდინარეობს უკვე მეექვსე წელია. იმ დღიდან დაწყებული, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა.

ალბათ აკვირდებით, რომ ამას აქვს ინტენსიური ფორმა და ემსახურება ერთ მიზანს, რომ საქართველოში მოკვდეს თავისუფალი აზრი, ყველა თავისუფალი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები ან პოლიტიკური ჯგუფი, ამ შემთხვევაში ჩვენ, იქნას დისკრედიტირებული, ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი მიეწოდოს საზოგადოებას, რათა მოხდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური სივრცის გასუფთავება კრიმინალური „ქართული ოცნების“ ძალაუფლებისთვის. ჩვენ მიმართ ოთხი წლის განმავლობაში იყო დაწყებული აბსურდული ბრალდება. ეს არის ფულის გათეთრების ბრალდება. ბიძინა ივანიშვილის, მურუსიძის სასამართლო ატარებდა ამას ყველაფერს და ის პროკურორები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც იყვნენ პროკურორები, ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყვნენ მოსამართლეები, მიუხედავად ამისა, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი სასამართლოში სიარულზე, არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ. ამიტომ ჩვენს არმისვლას ამ მართლა საცირკო სანახაობაში, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანლობს, აქვს ამ მხრივ ძალიან სერიოზული არგუმენტი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, პარლამენტს არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად. ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა მანდატები, არ ეთანამშრომლებმა ამ პარლამენტს და მეტიც, მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც ეს პარლამენტი შეიძლება იქნას ჩათვლილი ლეგიტიმურად.

ამავე დროს, ვამბობთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ევქემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ, მისივე სასამართლოში ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს, მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული, არგუმენტირებულად სასამართლოს წინაშე გავარჩიოთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უბრალოდ არ მოვდივართ და პასუხს არ გავცემთ – არა, ჩვენ ყველა ამ კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში, რადგან მე ვცემ პატივს საზოგადოებას, ჩემ განვლილ ცხოვრებას და ბადრის განვლილ ცხოვრებას. არაფერი დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი, მით უმეტეს, თავის სამართლებელი არ გვაქვს. აქვე ვამბობ, რომ როგორც ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეცდომები დაგვიშვია, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, ეს არ ყოფილა არასდროს სხვისი ქონების მითვისება, ინტენსიურად კულტივირებენ ნარატივს, თურმე ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, შემდეგ მასზე ხელის მოთბობა, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერ ნახავთ ვერცერთ ქეისს, ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და შემდეგ მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ. არ არსებობს ასეთი, ისევე როგორც ვინმეს ქონება. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ამას უნდა დაესვას წერტილი.

ჩემი ბრალია, სოციალურ ქსელში ასეთ შემოტევებს ვპასუხობდი პირადად, ვეუბნებოდით, აბა დოკუმენტი დადეთ, ბუნებრივია, რომ ეს ფართო საზოგადოებამდე ბოლომდე არ მიდის. ჩემი ბრალია, რომ აქამდე მსგავსი შეხვედრა თქვენთან არ მოვაწყვე, ალბათ ეს თავიდანვე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved