• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია

ალია ავტორი - ალია
12:30 03-27-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა.

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალების ახალი თაობის და ეროვნული ნაკრების შესარჩევი შიდა ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი შექმნა. კურსი კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით და ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრების ჩართულობით შეიქმნა და უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. საოლიმპიადო კურსს ლაივ ფორმატში, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად შერჩეული 40-მდე მოსწავლე გადის.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო მასალებზე წვდომა –ლექციები, დავალებები, დისქორდის სივრცე ღიად ხელმისაწვდომია და კურსის გავლა დამოუკიდებლად მთელ საქართველოში AI-თი დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას სრულიად უფასოდ შეუძლია GAIA-ს გვერდზე https://www.aiassociation.ge/ai-olympiad

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) 2024 წლიდან ტარდება და მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პრესტიჟული ნაწილია. ოლიმპიადა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ, გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიმართულებებით და ახლებურად გადაწყვიტონ პრობლემები. 2025 წელს ოლიმპიადა 2-9 აგვისტოს პეკინში გაიმართება. წელს ოლიმპიადაში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პირველად საქართველოც. საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდი მაისში, შიდა ოლიმპიადის საფუძველზე, IX-XII კლასების მოსწავლეებს შორისშეირჩევა.

თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ოლიმპიადა AI-ის მიმართულებით ახალი ტალანტისა და ზოგადად, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობაა. ქვეყნის მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობა და შიდა საოლიმპიადო კურსის შექმნაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე პოზიციონირებისთვის.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved