• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
02:09 03-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არასდროს პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლები სამსახურიდან არ გაუშვიათ და ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია:

“ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია, არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს. მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მერიაში დაგეგმილი მქონდა რეორგანიზაცია. ამის შემდეგ, უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და ტექსტიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არასდროს, თანამშრომლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიმიღია პოლიტიკურ ნიადაგზე.

2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი და ვერავინ ვერ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ მე რომელიმე თანამშრომლისთვის მეთხოვოს ჩემს მიმართ პირადი მხარდაჭერა, ან პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერა. 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში, მუნიციპალიტეტში, გამგეობებში, სიპ-ებში და აიპ-ებში. რა თქმა უნდა, ყველა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი არ არის, ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ეს მათი უფლებაა.

არასდროს პოლიტიკური ნიშნით ადამიანი არ გაგვიშვია სამსახურიდან. მაგრამ, შენ თუ არ მოგწონს ის პოლიტიკა რომელსაც ჩვენ ვატარებთ, შენ თუ არ მოგწონს ის, რასაც მე ვაკეთებ ქალაქისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია დილით ჩემთან ერთად აკეთებდე თბილისის საქმეებს და საღამოს მაკრიტიკებდე და ძირს მითხრიდე.

კრიტიკაც მისაღებია, ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც შენ დადიხარ თანამშრომლებში და ემუქრები, აშანტაჟებ, რომ ხელი მოაწერინო იმ განცხადებას, რომელიც იქნა გავრცელებული. ამის კონკრეტული მასალები და “სქრინები” არსებობს თუ როგორ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ ჩვენს თანამშრომლებს, რომ ხელი მოეწერათ აღნიშნულ დოკუმენტზე. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მე ხომ არ გზღუდავ, შენ გაქვს პოლიტიკური შეხედულება? კი ბატონო, გამოთქვი შენი პოლიტიკური შეხედულება, წადი აქციაზე, ვინ გიშლის, ვინ გზღუდავს ამაში. თუ აქამდე არავის შეუზღუდიხარ, მაინც და მაინც დღეს რატომ გახდა პოლიტიკური მოტივით შენი გათავისუფლება.

წარმოუდგენელია, არ არსებობს მსგავსი ბუნებაში, რომ რომელიმე თანამშრომელი გაგვეშვას პოლიტიკური მოტივებით, ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ვახორციელებთ ცვლილებებს, საშტატო რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ზოგი წავა და ზოგი მოვა. 200-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მაშინ თუ პოლიტიკური ნიშნით მინდოდა გაშვება, მაშინ ყველას გავუშვებდი, არც მაგის პრობლემა იქნებოდა, მაგრამ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved