• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს სასამართლოში უჩივლა

ალია ავტორი - ალია
12:22 03-24-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

კლინიკა ვივა მედის დირექტორმა ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივლა. ის თემურ ქათამაძეს ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ნინო ნადირაძე „პირველებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბათუმელმა მედროშემ პალატაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი მტკიცებით, თემურ ქათამაძემ ფეხიც კი დაარტყა.

“არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ წიხლიც ჩამარტყა. მეტს არაფერს გეტყვით, დღეს ჩემი დაბდადების დღეა, ნახვამდის. დანარჩენს სასამართლო იტყვის“,- თქვა ნადირაძემ.

აღნიშნულ ინციდენტზე დეტალურად საუბრობს ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მან წინა სასამართლო პროცესზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ კლინიკა ვივა მედი, საემიგრაციო სამსახურთან შეთანხმებით, მისი სიცოცხლის ხელყოფას ცდილობდა.

ქათამაძე წერილში ასევე ამბობს, რომ შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.

“იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.

მიგრაციის დეპარტმანეტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, – წერია ქათამაძის წერილში.

ქათამაძის ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ თემურმა ვინმეს სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ქალბატონმა ნადირაძემ გამოიძახა პოლიცია, თითქოსდა, თემურმა დაარტყა ფეხი, ადამიანმა, რომელმაც 48 დღე იშიმშილა და გონება დაკარგა, მას ფეხს ვერ დაარტყამდა, ღონე არ ეყოფოდა. ოქმში წერია, რომ ფიზიკური კი არა, სიტყვეირი შეურაცხყოფა მიაყენა”, – ამბობს მეგობარი, ნინა კაკულია

როგორც ირკვევა, ნადირაძემ გამოძახა საპატრულო პოლიცია, მისცა ჩვენება და ამ ჩვენების საფუძველზე, დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა, რომლის მოსამართლეც ლელა ცაგარეიშვილი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved