• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოქროს მოწმე”; ბიზნეს ინტერესები ხელისუფლებასთან და ვენდეტა – “კანონიერი ქურდის” ძმის ცხოვრების და მკვლელობის დეტალები

ალია ავტორი - ალია
21:37 03-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
975

14 მარტის საღამოს, როცა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქილერმა ლევან ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა, დაცხრილა მისი ავტომობილიც, რომელშიც შეიარაღებული მძღოლი, გია ჩადუნელი იჯდა – ის ფეხში დაიჭრა.

ტვ პირველის ცნობით, სწორედ გია ჩადუნელია ახლა საგამოძიებო უწყებისთვის ოქროს მოწმე – გამოძიება მისი მობილურით და კონტაქტებით უკვე დაინტერესდა. ჩადუნელის გარდა არაოფიალური ინფორმაციით, პოლიციამ ამოიღო კახა ძანძავას ტელეფონიც, რომელიც მოკლულთან ერთად იმ ღამეს პანაშვიდზე მივიდა.

ჩადუნელი არ პასუხობს “შაბათის ეთერის” კითხვას, რატომ არ მოახდინა საპასუხო გასროლა 14 მარტის ღამეს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის ძმისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, მედიის ცნობით, მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის ქონებების გადაფორმების დროს, წარმომადგენლად საჯარო რეესტრის არაერთ დოკუმენტში სწორედ გია ჩადუნელია მითითებული.

ირკვევა, რომ 2022 წლის 22 ნოემბერს გია ჩადუნელმა კომპანია “დიდგორი 12” დააფუძნა, დაახლოებით ერთ თვეში, 29 დეკემბერს ჩადუნელი კომპანიას სახელს უცვლის, “დელტა დიდგორი 12”-ს არქმევს და წილის 25 პროცენტს თავდაცვის სამინისტროს იარაღის და საბრძოლო მანქანებს მწარმოებელ კომპანია “დელტას” ჩუქნის.

ჩადუნელი “შაბათის ეთერს” ეუბნება, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაფუძნებულ კომპანიას არ უმუშავია და ის მხოლოდ ფურცელზე შეიქმნა, თუმცა, კიდევ ერთი დოკუმენტის მიხედვით, მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგვეალაძის გარემოცვასა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის იანვარში, “დელტა” კიდევ ერთს “დელტა სეიფთს” აფუძნებს და დირექტორად, “კანონიერი ქურდის” ძმის მძღოლს გია ჩადუნელს ნიშნავს.

ჩადუნელი ამტკიცებს, რომ ორივე კომპანიას საქართველოს იარაღის მწარმოებელი კომპანია უნდა დაეცვა, მაგრამ შემდეგ გეგმები შეიცვალა.

ჩადუნელის ინტერვიუდან მტკიცდება, რომ რომ ის ამ კომპანიის მესაკუთრედ ფორმალურად გააფორმეს,  და სავარაუდოდ,  “დელტასთან” ბიზნეს ინტერესები შესაძლოა, ლევან ჯანგველაძეს ჰქონოდა. ორივე გარიგება “დელტასა” და ჯანგველაძის მძღოლს შორის ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს დაიდო. ამ პერიოდში პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. 

მედიაში ასევე აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და მსროლელი, მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, თუმცა, უცნობია, რამდენად მუშაობს გამოძიება ამ ვერსიაზე და შეძლებს, თუ არა, სიმართლის დადგენას.

14 მარტის ღამეს თბილისის ცენტრალურ გამზირზე 10 ტყვიით მოკლული “კანონიერი ქურდის” ძმა გუშინ დაასაფლავეს, მედია კი აქტიურად წერს სავარაუდო “კრიმინალურ ვენდეტაზე”, სახელდება ე.წ. შაქრო კალაშოვის კლანი, რადგან ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა სწორედ ის იდგეს ამ მკვლელობის უკან, ამ ვარაუდს ჯანგველაძის და “შაქარო მალადოის” კლანებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება აჩენს.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ლევან ჯანგველაძის მკველობა დაუკავშირდა ლაშა შუშანაშვილის და მინდია გორაძის იგივე “ლავას ოღლის” სახელსაც. “ლავას ოღლი” “სოხუმსკის” წლებია ებრძვის, რადგან გავრცელებული წყაროების თანახმად, მას 64 წლის კრიმინალურმა ავტორიტეტმა “ქურდის” სტატუსი ჩამოართვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved