• რეკლამა
  • კონტაქტი
15:46, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბერლინის სასამართლო საქართველოს “უსაფრთხო ქვეყნის” სტატუსს ეჭვქვეშ აყენებს

ალია ავტორი - ალია
15:12 03-22-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

გერმანიის ადმინისტრაციული სასამართლო უარს ამბობს, საქართველო “წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნად” აღიაროს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლების საქმის განხილვისას – ამის შესახებ განცხადებას თავად ბერლინის სასამართლო ავრცელებს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

საქმე ისაა, რომ 2023 წელს გერმანიამ საქართველო “წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნების” სიაში შეიყვანა, რაც გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის პროცედურებს ამარტივებდა, იმ მიგრანტებს კი, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქმებოდათ, წარმოშობის ქვეყანაში უფრო სწრაფად დაბრუნების საშუალება ჰქონდათ. ევროკავშირის კანონის თანახმად, “უსაფრთხო ქვეყნებში” დაბრუნებული თავშესაფრის მაძიებლები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ.

ამავე მიზეზით თავშესაფარზე უარი ეთქვათ წყვილს საქართველოდან, რომლებმაც საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ბერლინის სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ისინი ამბობენ, წყვილი საქართველოში, საჯარო სექტორში იყო დასაქმებული, საიდანაც ქმარი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს, ცოლს კი, ამავე მიზეზით, საყვედური გამოუცხადეს.

ბერლინის სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რის გამოც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში არ არის. როგორც ბერლინის სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უკვე შექმნა პრეცედენტი მოლდოვას საკითხის განხილვისას და განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ იქნება უსაფრთხო, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი უსაფრთხო არაა. საქართველოს შემთხვევაში ასეთად მიიჩნევა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ვინაიდან ტერიტორიებს საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს. როგორც ვერდიქტშია ნათქვამი, რადგან ოკუპაციის გამო ქვეყანაში შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება, პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლება და ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ვერ ჩაითვლება. ბერლინის სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს უსაფრთხოება LGBTIQ თემის წევრთა პოტენციური დევნის გამოც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved