• რეკლამა
  • კონტაქტი
02:28, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოლი მოუკვდა, შვილი დაჭერილია და ამ საცოდავს ჭამა ხომ უნდაო, ჩვენ ვიხდით ხოლმე დანაკლისსო” – ეთო გუგავა

ალია ავტორი - ალია
19:31 03-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,342
ეთო გუგავა, სოციალურ ქსელში, წერს:
უკვე მერამდენედ ვხედავ ფაქტს, როცა მაღაზიაში ადამიანი ყიდულობს ორ კვერცხს და პურს, სამ ცალ კარტოფილს, მაგრამ ამავდროულად უბრალოდ დაიარება და ათვალიერებს ხორცის, ყველის, თევზის დახლებს და ტუჩებს მოიმწყვდევს კბილებს შორის, რაც ადვილად მისახვედრია თუ რა ემოციას გამოხატავს.
თითქომის ყოველ დღე ვხედავ, კოხტად გამოწყობილი ბებოები როგორ ჩუმად იტენიან ჩანთაში მცირე ზომის პროდუქტებს და სალაროსთან მხოლოდ პურს ატარებენ. ამ დროს სახეზე აწერიათ, რომ ეს ყველაზე დიდი საშინელებაა რაც დაემართათ, მაგრამ სხვა გზა არაა.
ამას წინად მაღაზიაში ყავარჯნიანი მოხუცი კაცი შემოვიდა, ქურთუკის შიდა ჯიბეში ძეხვი და რძე ჩაიდო, ვიფიქრე ალბათ ხელები რომ ყავარჯნისთვის სჭირდება, ასე მიაქვს სალაროსთანთქო, მაგრამ არა, ცივად გავიდა ქუჩაში. კონსულტანტმა და მენეჯერმა გულდაწყვეტით, თვალებით გააცილეს და ღრმად ამოიოხრეს. მყიდველებმა გაკვირვებით შევხედეთ და ამათ მხრები აიჩეჩეს. რა ქნას, ცოლი მოუკვდა, შვილი დაჭერილია და ამ საცოდავს ჭამა ხომ უნდაო. ჩვენ ვიხდით ხოლმე დანაკლისსო.
მაღაზიებში რომ ფასების ზრდას თვალების ჭყეტა მოჰყვება და სალაროებთან გაოგნენული სახეებით იხდის ხალხი ფულს, ეს ისე გადავიდა ჩვევაში, თითქოს ღირსია ქართველი ამ ყველაფერის. ექიმთან მისვლა ხომ ცალკე სიგიჟეა.. მართლა სანამ სული არ ამოხდება ადამიანს, ვერ და არ მიდის..
წამლები? გუშინ აფთიაქში ქალმა 10 აბი წნევის მარეგულირებელი იყიდა და თვეზე გადავანაწილებ, რა ვქნა, ვერ ვიყიდი 30 ცალსო.
ამ ყველაფერს რატომ ვითმენთ? რა ძალა გვადგია ამიხსნის ვინმე? ამაზე ხმა რომ ამოიღოს ყველამ არ შეიძლება? აააა ხო ხო, დამავიწყდა, მაგაზე ხომ 5000 ჯარიმაა.. კარგით, ბოდიში. პროტესტი ხომ კრიმინალია.. ок

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved