• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჭიათურლებმა პირველი ვისაც “დაარტყით”, ისევ ჩვენ, თქვენისთანა ხალხს – აგერ გუშინ გიპასუხათ კობახიძემ გაყინული მზერით” – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
16:05 03-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
455

სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი:

ჭიათურაზე მინდა დავწერო.
3500 მაღაროელი გაუშვეს სახლში, უფულოდ. პირობითად ავიღოთ 1500 ლარი ხელფასი თითოზე. ჯამში გამოდის თვეში 5 მილიონზე ოდნავ მეტი.
პარლამენტარის მინიმალური ხელფასი – 11.800 ლარი. გუშინ წავიკითხე, რომ გენო პეტრიაშვილს ჯერ არც ერთ კენჭისყრაში მონაწილეობაც კი არ მიუღია. აი გენოს მინიმალური ხელფასია 11.800 ლარი, სხვების უფრო მაღალია. გვყავს 89 არალეგიტიმური პარლამენტარი, რომლებიც მინიმუმ 11.800 ლარს იღებენ. ჯამში – მილიონზე ოდნავ მეტი.
4 მილიონი სხვაობა მინისტრების, გუბერნატორების, ქართველი ხალხის ცემისთვის დარიგებული პრემიებიდან შეიძლება ამოიღოთ.
არ ვიცი უშუალოდ ჭიათურლებს რამდენად მოგწვდებათ ჩემი ხმა, ჩემი სოლიდარობა თქვენ, მაგრამ პირველივე დღეებიდანვე პირველი ვისაც “დაარტყით”, ისევ ჩვენ. თქვენისთანა ხალხს.
თურმე ჩვენ “პოლიციას” ვაღიზიანებთ და თქვენ ნურას უკაცრავად, თქვენ პოლიციას ნერვებს არ მოუშლით.
სადამდეც არ “მოუშლით”, იქამდე ფეხებზე ეკიდებათ თქვენი პროტესტიც, თქვენი ოჯახებიც. მთავარია თავიანთი ჰყავდეთ კარგად. აგერ გუშინ გიპასუხათ კობახიძემ გაყინული მზერით.
და პოლიტიკაა ჩემო კარგო ხალხო ყველაფერი. ყველაფერი რომ ძვირდება – პოლიტიკაა. ბებო რომ მაღაზიაში შედის და პურის გარდა ვერაფერს ყიდულობს – პოლიტიკაა.
გურიაში რომ თოვლს ვერ მიხედეს, რაჭაში ღვარცოფს, სამაშველო ვერტმფრენების ნაცვლად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს თუ კიბოიანი ბავშვების მკურნალობის ნაცვლად პრემიები დაირიგეს – ეგეც პოლიტიკაა.
და თქვენი მოთხოვნებიც პოლიტიკაა. იმიტომ რომ ელემენტარულად სიტყვა “პოლიტიკა” – “პოლისის”, ქალაქის, სახელმწიფოს მართვას ნიშნავს.
და ამ სახელმწიფოს დღეს ხელში იგდებს მხოლოდ ერთი ძალა. მხოლოდ ერთი ძალის ხელშია სასამართლოც, პოლიციაც და ის თქვენი “მანგანეზიც” მაგათ აბარებს საბოლოოდ ანგარიშს.
თქვენ კი პირველი ქვა მაინც იმათკენ ისროლეთ, ვინც ამათ უსამართლობას და ძალადობას ებრძვის.
ესაა ჩემი სოლიდარობაც და საყვედურიც. ერთიც უნდა მეთქვა და მეორეც. იცოდეთ, რომ ერთ მხარეს ვდგავართ ჩვენ და ერთმანეთისკენ არ უნდა ვიშვერდეთ თითებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved