• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხაბეიშვილმა როგორ უნდა გაჯობოს ჭკუაში 400 ევროპარლამენტარს” – კობახიძე აცხადებს, რომ 400 ევროპარლამენტარი “სიგიჟეს წერს”

ალია ავტორი - ალია
01:00 03-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321
ირაკლი კობახიძე, პირველ არხთან, ამბობს:
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია 400 ხმით, თუ მეტით და ჩაწერა, რომ კრიმინალები უნდა გავათავისუფლოთ, ხელისუფლება უნდა დაისაჯოს, დასანქცირდეს, ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, ათასი უბედურება და სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს პრეზიდენტად, ხაბეიშვილი აღარ მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილს  საქართველოს პრეზიდენტად, ხაბეიშვილმა როგორ უნდა გაჯობოს ჭკუაში 400 ევროპარლამენტარს.
რაღაც სიგიჟეს წერენ, პირდაპირი გაგებით სიგიჟეს საკუთარ რეზოლუციაში, შენ არც უნდა უპასუხო, უნდა იჯდე ასე. როგორ წარმოუდგენიათ, ან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ასეთ სიგიჟეს წერენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომ ზურაბიშვილი არის თურმე პრეზიდენტი. სოროსის ფონდშია გამოკეტილი ქაჯეთის ციხესავით და არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიანტი, ეს არის მისი რეალური სტატუსი.
იგივე სიგიჟე, რომ კრიმინალები უნდა გაათავისუფლო თურმე, ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, ქვეყანა უნდა დაისაჯოს, არა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები და ამაზე არ უნდა უპასუხო. შენ უნდა დადგე და ეს უნდა მიიღო, როგორც მოცემულობა, პოზიტიური მოვლენა, უარესი, არ ვიცი. იგივე ეხება ნებისმიერ ქვეყანას. მეტი რა გავაკეთოთ, ესტონეთი და ლიეტუვა გამოვიდნენ და პირდაპირ დაასანქცირეს უმაღლესი თანამდებობის პირები, სხვა ზომები მიიღეს და ა.შ. ათასი განცხადება გააკეთეს. ჩვენ ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, განცხადებებით შემოვიფარგლეთ, ასეთ დროს, სხვა ქვეყანა შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყო და უმეტესობა სხვანაირად მოიქცეოდა, იგივე ზომებს აამოქმედებდა შესაბამისი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოვედით და მწვავედ შევაფასეთ ეს აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომელიც არის გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ იქვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ ტრადიციული მეგობრობიდან, რომელიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს, ქართველ და ესტონელ ხალხს, ქართველ და ლიეტუველ ხალხს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ შენ ისიც არ უნდა თქვა, რომ ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო ანტიქართული გადაწყვეტილება. როგორ შეიძლება ამის თქმა. იმან უნდა მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილება, მაგრამ შენ არაფერი არ უნდა თქვა. ეს რაც შეეხება განცხადებებს. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე საპასუხო განცხადებებს და არასდროს არ ვართ ხოლმე რაიმე მძაფრი რიტორიკის ინიციატორი“
https://www.alia.ge/31-32-marts-ra-gha-tsas-vi-zam-chem-thvis-sa-in-te-re-so-ar-aris-dzalas-unda-davupirispiroth-dzala-khabeishvili/

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved