• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,280 000 სუბიექტს ჯერ კიდევ არ მიუმართავს რეესტრისთვის” – „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედება ისევ გადავადდება

ალია ავტორი - ალია
13:38 03-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

მეწარმეთა შესახებ კანონის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადება.

შესაბამის ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში გამარტივებული წესით არის წარდგენილი “ქართული ოცნების” დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ახალ კანონში ცვლილება შეეხება მხოლოდ ამოქმედების თარიღს.

კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე უნარჩუნდებოდათ შესაძლებლობა, უზრუნველეყოთ სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარედგინა დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.

კომიტეტზე “ოცნების” დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა თქვა, მეწარმეთა შესახებ ახალი კანონით თავდაპირველად ორწლიანი გარდამავალი პერიოდი იყო გათვალისწინებული, ამის შემდეგ ვადა გახანგრძლივდა:

,,იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს საწარმოთა მხრიდან მონაცემების ჰარმონიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდია მაჩვენებელი იმ საწარმოების, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს საჯარო რეესტრისთვის, საუბარია დაახლოებით 280 000 მეწარმე სუბიექტზე, გთავაზობთ მოხდეს გარდამავალი პერიოდის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved