• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ევროპას მშვიდობა სურს, თურქული არმია მისი უსაფრთხოების გარანტი იქნება” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:10 03-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,537

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

თურქეთი და სომხეთი აპირებენ, აღადგინონ საჰაერო მიმოსვლა და მოხსნან შეზღუდვები ტვირთების გადაზიდვებზე.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თურქების მხრიდან სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარება აღარაა სომხეთის პრიორიტეტებში.
აზერბაიჯანი და სომხეთი ალბათ მალე მოაწერენ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელზე მუშაობაც 5 წელია მიდის.
ქურთების ციხეში მყოფმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მოუწოდა ქურთებს, დაყარონ იარაღი და იბრძოლონ მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით.
სირიაში მემორანდუმი გაფორმდა მის ახალ მმართველ, პროთურქ ალ ჯაარასა და იქაური ქურთების საველე ლიდერს შორის, რომ ქურთული დანაყოფების სირიის ძალოვან სტრუქტურებში ინტეგრაცია მოხდება, ხოლო ის უცხოელები, ვინც ქურთების არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ, ქვეყანას დატოვებენ.
სომხეთმა დაიწყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის თურქეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი და თუ ევროპას მშვიდობა სურს, თურქული არმია მისი უსაფრთხოების გარანტი იქნება.
თურქეთი მიწვეულია ევროკავშირის ლიდერების სამიტზე.
ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაცია და უსაფრთხოების ახალ წესრიგში ჩართვა მნიშვნელოვანია.
ევროკავშირი იწყებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გადაიარაღებასა და თავდაცვის ხარჯების მკვეთრ ზრდას.
ევროკავშირი აპირებს, შეამციროს ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულება. გაჩნდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიამ შეიძლება უარი თქვას F35-ებზე და სანაცვლოდ ფრანგულ რაფაელებზე დადოს კონტრაქტი. იგივეზე ფიქრობენ სხვა ევროპული ქვეყნებიც.
მოკლედ, სამყარო ჩვენს თვალწინ ყირავდება.
ისეთი კავშირები შეიძლება ვნახოთ, რაც 3 თვის წინაც კი წარმოუდგენელი ჩანდა.
მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შექმნილი, 80 წლიანი უსაფრთხოების წესრიგი ჩამოინგრა და ახალი იქმნება.
ახლა გვაქვს შანსი, ბოლო-ბოლო დავაღწიოთ თავი საბჭოთა ჭაობს, ახალი უსაფრთხოების წესრიგში ვიპოვნოთ ჩვენი ადგილი და ამ დროს ჩვენ… ტიმორ ლესტესთან და კამერუნთან ვავითარებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს…
ჭაობშიც კი უფრო საინტერესო სიტუაციაა, ვიდრე ჩვენთან.
იქ ბაყაყები მაინც ყიყინებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved